


იესოს ხელში ჩიტი,როგორც მარადიული თავისუფლების სიმბოლო.











ოქროს კვეთა.





















მისი პიროვნება იყო არის და დარჩება ყველაზე გამოუცნობ და ექსცენტრიულ არსებად.მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი,რომელსაც იმდენი პროფესია და რაც მთავარია წარმატება ქონდეს როგორც მას.მხატვარი,მოქანდაკე,არქიტექტორი,მშენებელი,დიზაინერი,პროზაიკოსი,
პოეტი,მუსიკოსი,ფილოსოფოსი,მეიგავე,ბუნებისმეტყველი,ანატომი,ბოტანიკოსი,
ზოოლოგი,გამომგონებელი,ჰიდრავლიკოსი,ველო და ავიაკონსტრუქტორი,ფილოლოგი,სცენოგრაფი,გეოლოგი,პალეონტოლოგი
ქიმიკოსი,მათემატიკოსი,ასტრონომი,პიროტექნიკოსი.-ესაა იმ პროფესიების სრული ჩამონათვალი,რომელებსაც და ვინჩი ფლობდა საკმაო წარმატებითაც.თუმცა რასაკვირველია ყველგან ისეთი წარმატებებისთვის ა მიუღწევია,როგორიც მხათვრობაში გააკეთა,თუმცა მისი როლი თითქმის ყველგან ჩანს.მან აღწერა პირველად ადამიანის სხეული და გაკვეთა ის,მანვე გამოიგონა ტანკი,მასვე ქონდა ისეთი იდია,რომელიც იმ დროის ეპოქისთვის კი არა დღესდღეობითაც ძალიან ძნელია მისი განხორციელება.(ხიდი ოსმალეთში) პირველიპარაშუტი და კიდე რამდენი რამ რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ის არასოდეს ყოფილა ვინმეს მორჩილი,ვინმეს ქვეშევრდომი.სწორედ ეს განასხვავებს მას მიქელანჯელოსაგან,რომელიც ვერ იტანდა მას.ის არ იყო მიქელანჯელოსავით სუსტი და პაპების ლაქია.ტუმცა ემორცილებოდა მათ,ასრულებდა მათ დავალებებს მაგრამ ყოველთვის დასცინოდა მათ საკუთარ ენაზე,საიდუმლოებების ენაზე.აშკარა მაგალითი ამის მადონა მღვიმეშია.ასევე ალბათ მისი ყველაზე ცნობილი და საიდუმლოებები?თ მოცული საიდუმლო სერობა.
საიდუმლო სერობის მოხატვასთან დაკავშირებით ლეგენდაა ცნობილი:და ვინჩი უკვე სამი წელი იყოფრესკას არაფერს უმატებდა,არადა მხოლოდ ერთი სახის დამთავრებაღა აკლდა ფრესკა.ეს იყო იუდას სახე,ადამიანისა,რომელმაც გაყიდა ღმერთი.ლეონარდო ეძებდა სახეს რომელიც ამ ადამიანს დაამშვენებდა.გაბრაზებული ეპისკოპოსი და დე ლა გრაციასაბატი მივიდნენ მასთან და უთხრეს თუ ფრესკას მალე არ დაამთავრებდა იგი განავისუფლებული იქნებოდა სამუშაოდან.მან კი უპასუხა:თავი დაენებებინათ,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იუდას სახეთ ეპისკოპოსის სახეს გამოიყენებდა.ამის შემდეგ ის აღარავის შეუწუხებია და მანაც მშვიდად და რაც მთავარია ლამაზად დაამთავრა თავისი საქმე.
საფრანგეთში აღმოჩენილ დოკუმენტების მიხედვით იგი ერთ-ერთი გნოსტიკური ორგანიზაციის მაგისტრი იყო.სიონის პრიორატის.სწორედ ქრისტესა და მაგდალინელის კავშირს მიუძღვნა საიდუმლო სერობა.ფრესკაზე კარგად ჩანს,რომ იესოს გვერდით ქალია,მარიამ მაგდალინელი.მასა და ქრისტეს შორის თუ კარგად დავკვირდებით აღმოვაჩენთ,რომ სამკუთხედია,უფრო ზუსტად გრაალი,(თასი სადაც ლეგენდის მიხედვით ქრისტეს სისხლი ასხია.)ეს ყველაფერი დავინჩისა და გნოსტიცისმის მხრით რა თქმა უნდა არამატერიალურია ანუ თვთონ მაგდალინელია თასი,წმინდა გრაალი.
ერთი რამ კი უცხადესია და ვინჩი ნამდვილად იყო პრიორატის წევრი და მაგისტრი.ამას როგორც დოკუმენტები ასევე მისი ნამუშევრებიც მეტყველებენ.თუმცა მეცნიერებს შორის ისევ მიდის დავა მის სულიერ საწყისებზე..
ზოგი ფიქრობს: მხატვრობაში მას რაფაელმა ,არქიტექტირაში მიქელანჯელომ,ასტრონომიაში გალილეიმ და ა.შ. აჯობეს ასეც შეიძლება იყოს მაგრამ მასზე მაშტაბური აზროვნების მქონე ადამიანი ალბათ არც იყო და არც მოიძებნება მრავალი წლების მანძილზე.სწორედ ესაა მის მისტიკურობასთან ერთად და ვინჩის პიროვნები ხიბლი .
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
,,მადონა მღვიმეში”
ლეონარდო და ვინჩის სურათი ,,მადონა მღვიმეში” გამოსახულია ქალწული მარიამი ყრმა იესოსა და ყრმა იოანე ნათლისმცემელთან ერთად.ეს ნახატი მან დახატა 1482-1486 წლებში.პირველ ყოვლისა,უნდა ითქვას,რომ მართლადიდებლური ხატისგან განსხვავებით,ამ ნახატს ეკლესიაში ლიტურგიული დანიშნულება არ აქვს და აქ ლეონარდო და ვინჩი თავისი რწმენით ხატავს რელიგიურ სიუჟეტს.
სურათის მარჯვენა ნაწილში გამოსახული ფიგურა ანგელოზს განასახიერებს,რაზეც მისი ფრთების გამოსახულება მიგვანიშნებს.სურათის ცენტრში ღვთისმშობელი მარიამი გამოსახულია,როგორც მშვენიერი გარეგნობის ქალწული.მას მარჯვენა ხელი ყრმა იოანე ნათლისმცემლისთვის მოუხვევია,მარცხენა გაშლილი ხელის მტევანი კი ყრმა იესოს თავზე მფრველი მოძრაობით შეუჩერებია.მის გვერდით ანგელოზია დაჩოქილი.იგი განსაკუთრებულად წაგრძელებული საჩვენებელი თითის მოძრაობით მაყურებელს იოანე ნათლისმცემელზე მიუთითებს.აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ყრმების ურთიერთმიმართებაა.იესო და იოანე ნათლისმცემელი,ორივე,პატარა ბავშვის სახით არიან გამოსახულნი.იოანე ნათლისმცემელი დაჩოქილია ცალ მუხლზე და ოროვე ხელის შეერთებული მტევნების მოძრაობით თითქოს კურთხევას ითხოვს ყრმა იესოსაგან.მიწაზე მჯდომი ჩვილი იესო მარცხენა ხელით მიწას ეყრდნობა,მარჯვენა ხელით იოანე ნათლისმცემელს აკურთხებს და თითქოს წინასწარმეტყველების ნიჭს აძლევს მას.ამ მოქმედებას ძალიან სიმბოლური ხასიათი აქვს.ამ სცენით მხატვარი იმაზე გვიამბობს,რაც სინამდვილეში იოანესა და იესოს შორის მოხდა,როდესაც ისინი მდინარე იორდანესთან შეხვდნენ ერთმანეთს,რაზეც ნახატში მათ წინ მდინარის ან ტბის ნაწილი მიუთითებს,რომელიც ისე არის გამოსახული,გეგონებათ სურათში წინიდან შემოჭრილა და მაყურებელსა და სურათს შორის საზღვარს ავლებსო.მხატვარმა მათი ჩვილობის ასაკში გამოსახვა იმიტომ არჩია,რომ ბავშვების დანახვისას ზრდასრულ ადამიანს სისუფთავისა და სიწმინდის განცდა გაუჩნდება და ამგვარად სწორედ სიწმინდის აღქმა ძლიერდება.ფიგურების მოძრაობა ერთგვარ წრიულ კომპოზიციას ქმნის.ანგელოზი თითით მიგვმართავს იოანე ნათლისმცემლისაკენ,ის ჩვილი იესოსკენ მიისწრაფის,რომელზეც,მოხვეული ხელის გამო,მოძრაობა ისევ ანგელოზისაკენ მიიმართება.ამ წრეს ერთ მთლიანობად კრავს და ერთ სივრცეში აერთიანებს მარიამის მფარველი ხელები.აქ ერთქვარი სამკუთხედისებური კომპოზიციაც შეინიშნება,რომლის მწვერვალი სწორედ მარიამის გამოსახულებაა.
სურათში ყურადღებას იქცევს ფერების დაბურული ყავისფერი ტონალობა,რომელიც ხშირად ნახევრადსიბნელისა და სიბნელის შთაბეჭდილებას ქმნის.სურათის ფონის პირქუში და ბნელი გამოსახულება დამაჯერებელს ხდის მათ მღვიმეში ყოფნას და უფრო ხაზს უსვამს სურათის წინა პლანის მოქმედებას.აქ ყველა ფიგურა ჩარჩოს შიგნით არის მოთავსებული,გარდა ანგელოზისა,რომლის სამოსის ნაწილის ჩამოჭრით მხატვარმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა,რომ ის,როგორც ანგელოზი,ეს ესაა შემოფრინდა სურათში,იმისთვის,რომ მაყურებელს მიუთითოს თუ იქ რა ხდება და ვის უნდა შეხედოს.
ამ ნახატით მაყურებელს სიმშვიდის განწყობა ექმნება და ადამიანის ღვთაებრივ სიწმინდესთან თანაზიარებაზე ფიქრს იწყებს.