Showing posts with label TOLKIEN. Show all posts
Showing posts with label TOLKIEN. Show all posts

Wednesday, June 9, 2010

The best moments from The Lord of Rings-the fellowship of the ring

აჰა,ხო როგროც ყველას ასევე მეც გამაჩნია "ფავორიტი"ფილმი.მიუხედავად მისი უნაკლო მთელი სიუჟეტისა აქაც მოიძებნება საუკეთესო მომენტები.ყველა კარგია,მაგრამ ამ კარგებშიც არის უკეთესები.და აი ბეჭდების საძმოდან გადავწყვიტე გაჩვენოთ (რაღა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური აზრით) საუკეთესო მომენტები.


მაშ ასე:


1:დაგორლადის ბრძოლა(ელფთა და ადამიანთა ბოლო კავშირი)

alt=""id="BLOGGER_PHOTO_ID_5480776071057012466" />



2.ფუნდუკი"ყალყზე შემდგარი პონი"


3.კოროების ჭაობში არაგორნის სიმღერა ელფურ ენაზე.


4.ავდარწვერო-ფროდოს დაჭრა


და აქვე არაგორნისაგან ერთ-ერთი ნაზგულის გაუნებელყოფა(დროებით)


5.არვენისა და არაგორნის შეხვედრა


6.არვენი და ნაზგულები ბრუინენის ფონთან


7.გენდალფი და მორიის ბალროგი


8.შუამიწეთის ყველაზე ულამაზესი ადგილი ლოთლორიენი




9.გალადრიელი



10არგონთი მეფეთა სვეტები



11არაგორნისა და ფროდოს საუბარი ემინ მიულზე


12 ბორომირის სიკვდილი და ანდუინში ნავით გაშევება




ვისაც ჯერ კიდევ არ გიყურებიათ ამ ფილმისთვის გირჩევთ უყუროთ(ოღონდ მთლიან ვერსიას და არა კინოთეატრებისათვის)....



ბოროტი სურვილებით........

Wednesday, May 12, 2010

ორკები

ორკები არიან არდას ერთ-ერთი ყველაზე რიცხვმრავალი ერი, ისინი ემორჩილებიან ბოროტებას, რომელმაც მათ ჩაუყარა საფუძველი.

პირველი ორკები

არდას ბნელ საუკუნეებში, როდესაც შუამიწეთი ვალარებისაგან მიტოვებული იყო და ჯერ კიდევ არ გამოენათებინათ მზესა და მთვარეს, პირველი ელფები ქუივიენენის ტბასთან გაჩნდნენ და მხოლოდ ვარსკვლავები აძლევდნენ მათ შუქს. მელკორის მაშინდელი საუფლო იყო უტუმნო, რომელიც ძევდა შუამიწეთის ჩრდილოეთში. მელკორი სწორედ ის იყო, ვინც პირველი ელფები აღმოაჩინა. ბნელმა მბრძანებელმა დააფრთხო და დააწიოკა ელფები და ვინც კი ხელიდან ვერ დაუსხლტა, უტუმნოს ციხეებში იქნა წაყვანილი, სადაც აუტანელი წამებისა და საშინელებების შედეგად მათი გონება გაბოროტდა, ხოლო გარეგნობა დამახინჯდა. სილმარილიონის მიხედვით ასე გაჩნდნენ პირველი ორკები არდაში, თუმცა ამაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს, რადგან „შუამიწეთის ისტორია“-ში სხვა მიზეზები მათი გაჩენის სხვა მიზეზები სახელდება.

ასევე სახელდება, რომ ორკები ადამიანებისგან შეიქმნენ და რომ ისინი მოკვდავების „ბიზარული“ ვარიანტები არიან. ეს ვარაუდი ალბათ იმიტომ წარმოიშვა, რომ ორკები ელფებივით უკვდავნი არ არიან, ისინი აღწევენ საშუალოდ 140-160 წელს, რაც ადამიანისათვის ბევრია. აგრეთვე ორკი ადამიანის მონათესავად იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ ისინი ათასწლეულებით უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე მოკვდავები. თავად ტოლკინი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ ორკები უსულო არსებები, ანუ „გოლემები“ არიან, ანდა დაცემული მაიარები. მელკორის მბრძანებლობის დროს მართლაც იყვნენ ორკები, რომლებიც პირდაპირი მონები იყვნენ ამ უკანასკნელის, ანუ ისინი მელკორის ინკარნაციად შეიძლება ჩავთვალოთ. ბოროტი მბრძანებლის დაცემის შედეგად ასეთი ორკები უმალვე გადაშენდნენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სული არ გააჩნდათ და მხოლოდ ''მარიონეტები'' იყვნენ.
ორკები ბუნებით ბოროტები არ არიან, უბრალოდ მათი მოდგმა უარყოფითი სახისაა, ამიტომ მათი „გამოსწორება“ შეუძლებელია.

გარეგნობა

ტოლკინის ორკები საკმაოდ განსხვავდებიან იმ ორკებისაგან, რომლებიც პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში არიან ნაჩვენები.

ისინი აღწერილები არიან, როგორც წელში მოხრილი, გრძელთმიანი, ფეხებმოღუნული, გრძელმკლავება არსებები, რომლებსაც აქვთ წვრილი თვალის ჭრილი და ყვითელი, წითელი, ან მწვანედ განათებული თვალები და შავი კანი. ორკები არიან საშინლად ბინძურები, რადგან მათ არ იციან დაბანა. ტანზე ხშირი თმა აქვთ, ხოლო კბილების მაგივრად - ეშვები. გამომდინარე იქიდან, რომ მათში ქსოვა-კერვა არ იციან, მათი სამოსი ცხოველის ტყავისგან მზადდება. რადგან მეომრებად არიან დაბადებულნი, ხშირად ატარებენ აბჯარს, რომელიც ტრადიციულად შავია. იარაღად იყენებენ შუბებს, მოკლე მშვილდებს და მასთან ერთად შხამიან ისრებს, სხვადასხვანაირ დანებსა და ფარებს, რომელზეც ხშირად გამოყვანილია მორდორის წითელი თვალი. ორკები ატარებენ შავ მოსასხამებს და შიშისმომგვრელ, ნისკარტიან მუზარადებს.

კულტურა

ორკებს ბატონობენ მეთაურები და დიდებულები, რომლებიც უფრო ძლიერი და სისხლსმოწყურებული ოჯახებიდან არიან, ვიდრე სხვა ორკები. ასეთი ორკები ომებშიც მეთაურობენ, თუმცა თავადვე ემორჩილებიან მათზე ძლიერ ძალას (მაგალითად ნაზგულებს). მიუხედავად იმისა, რომ ორკები უშნო საგნებს ამზადებენ, ისინი მაინც ითვლებიან ნიჭიერ მჭედლებად და ხელოსნებად - ისევე, როგორც მთის საკმაოდ მოქნილ ხალხად ითვლებიან. მედიცინა მათ საკმაოდ განვითარებული და ეფექტური აქვთ. მაგრამ ამავე დროს, სამედიცინო ჩარევის პროცესი მათში საკმაოდ მტკივნეულია. გარკვეულ დონეზე ორკები ფლობენ ჯადოსნურ ძალებსაც.
ორკების სხვადასხვა ტომი ერთმანეთის მიმართ სიძულვილს იჩენს, როგორც ყველაფრის მიმართ არდაში და, გამომდინარე აქედან, თუ საერთო მტერი არ ჰყავთ, ისინი ერთმანეთს ხოცავენ და ეომებიან.

რასები

ორკების მოდგმა ორ ძირითად რასად იყოფა. ესენი არიან შედარებით სუსტი, პატარა ორკები - ანუ სნაგა (მონა) - და დიდი, ძლიერი მეომრები, ანუ ურუკ-ჰაი (ორკთა ერი).


ფილმის მიხედვით ურუკები არიან სარუმანის მიერ შექმნილი ორკული რასის წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანებთან შეჯვარების შემდეგ ჩამოყალიბდა, ამიტომაც ურუკ-ჰაებს უწოდებენ აიზენგარდელ დიდ ორკებს, რომლებიც ჰელმის ხევის ბძოლაში მონაწილეობდნენ. სინამდვილეში კი, ადამიანთა და ორკთა ნაჯვარ რასას ეწოდება გობლინ-კაცი. ცნობილი ურუკები არიან შაგრატი, უგლუკი, გრიშნაქხი.

ორკთა ენა


პირველ ორკებს საკუთარი ენა არ გააჩნდათ, ამიტომ კრეფდნენ სიტყვებს, სხვადასხვა ენებიდან და საუბრობდნენ თავიანთ დიალექტებზე. ასე შეიქმნა მრავალი ენა, რომელთა საერთო სახელი ორკული იყო, თუმცა ეს ენები იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, რომ ორკთა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებს უწევდათ ვესტრონული ენა გამოეყენებინათ, რათა ერთმანეთის გაეგოთ. საურონმა სცადა, ორკთათვის შეექმნა საერთო ენა, რომელსაც ბნელი ენა ეწოდა, თუმცა მას მხოლოდ ბარად-დურში, მინას მორგულსა და დოლ-გულდურში იყენებდნენ. ამ ენაზე მხოლოდ რამდენიმე ფრაზაა ცნობილი და, რა თქმა უნდა, წარწერა ბეჭედზე:

”Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul”...

მდედრი ორკები

მიუხედავად იმისა, რომ ტოლკინი წერს, რომ ორკები ისევე მრავლდებიან, როგორც ილუვატარის სხვა შვილები, მას არსად ჰყავს ნახსენები მდედრობითი ორკი (შესაბამისად, პიტერ ჯექსონის ტრილოგიაში, ორკები თითქოს უსქესოები არიან).

”ჰობიტში” გვხვდება მოზარდი ორკი, რაც იმას ამტკიცებს, რომ ორკები ელფებივით და ადამიანებივით მრავლდებიან, (თუმცა შედარებით სწრაფად) და არა ისე, როგორც ფილმშია ნაჩვენები, სადაც ტალახიანი ღრმულებიდან ამოჰყავთ უკვე ზრდასრული ორკები.

ორკები სიკვდილის შემდეგ

სადავო თემაა ისიც, თუ რა ემართებათ დაცემულ ორკებს. ტოლკინმა მტკიცე უარი განაცხადა იმ მოსაზრებაზე, რომ ორკები უსულო არსებები არიან და მორგოთი მართავს მათ. თუ დავუჯერებთ იმას, რომ ორკები გადაგვარებული ელფები არიან, მაშინ ისინი უკვდავნი უნდა იყვნენ და უნდა გააჩნდეთ ფეა (სული), რომელიც სხეულის დატოვების შემდეგ მანდოსში უნდა გადავიდეს. მაგრამ ტოლკინი იმასაც წერს, რომ ორკთა სულები წახდენილი და გაბოროტებული იყო, ასეთ ფეას კი ვალინორში არ მიიღებდნენ და მანდოსი არც კი გამოიძახებდა მათ. მაშინ გამოდის, რომ ორკთა სულები შუამიწეთში რჩებიან და იმყუდრებენ შიშისმომგვრელ ადგილებში და ისიც დასაშვებია, რომ აკლდამების ურჩხულები სწორედ მიცვალებული ორკები იყვნენ.

Sunday, May 9, 2010

ჯუჯები

შექმნის ისტორია

1. წარმოშობა

ჯუჯები პირველად შექმნა ვალარმა აულე-მჭედელმა. იგი მოუთმენლად ელოდა ილუვატარის შვილების გამოღვიძებას და ამ მოუთმენლობისა და ცნობისმოყვარეობისაგან შექმნა საკუთარი რასა. მან ჩაჰბერა მათში მდგრადობის და გამტანობის სული, ასევე გამოკვეთა მათი ხასიათი თავის ცოდნასა და ინტერესებზე დაყრდნობით. მართალია, ილუვატარმა არ დართო ნება აულეს, რომ არდაში პირველნი გამოღვიძებულიყვნენ მისი შვილები, მაგრამ მან დალოცა პირველი შვიდი უხუცესი ჯუჯა და დაპირდა აულეს, რომ ერუს შვილების შემდეგ, არდაში მათი გამოღვიძების ჯერიც დადგებოდა.

2. პრეისტორია

ჯუჯები ბელერიანდში დასავლეთიდან შემოვიდნენ, ცისფერი მთების გავლით. ამით მათ დატოვეს პირველი კვალი ისტორიაში და ელფებმა ისინი თავის ქრონიკებში ჩაამატეს. დიდი ხნით ადრე შვიდ უხუცეს ჯუჯათაგან მთავარმა - დურინ უკვდავმა, დააარსა "კჰაზად-დუმი", ჯუჯათა პირველი სამფლობელო ნისლიან მთებში.

ბელერიანდში ჯუჯების ორი ნაკადი იყო ცნობილი: პირველნი იყვნენ "დაბალი ჯუჯები", რომელნიც პირველად შეხვდნენ პირველშობილებს. ელფები მიიჩნევდნენ მათ საკმაოდ უხეშ და არასასიამოვნო არსებებად და უწოდეს "ნოეგით ნიბინ" ("Noegyth Nibin") - 'მცირე ჯუჯები'. მათი აზრით, ისინი იყვნენ დასავლეთის ველური მხარეებიდან მოსულები. სინდარები მათ დევნიდნენ დიდი ხნის განმავლობაში და მათი ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა. მაგრამ ასევე იყო ჯუჯების უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რასა, რომელთაც ელფები უწოდებდნენ ნაუგრიმებს. ეს ჯუჯები კი თავის თავს ეძახდნენ "კჰაზადს". დაბალ ჯუჯებთან შედარებით ისინი უფრო დიდი კულტურის მატარებელნი იყვნენ, რამაც განაპირობა მათი კარგი ურთიერთობა პირველშობილებთან.

ოსტატობა და თავისებურებები

რადგან ჯუჯები აულემ შექმნა, მათში გამოღვიძებიდანვე იდო სიყვარული მიწის სიღრმეებში ალმასებისა და სხვადასხვა ლითონის პოვნისა და დამუშავებისა, მათგან ულამაზესი იარაღისა და სამკაულების გამოჭედვისა. ეს ხელობა მათ ყველაზე კარგად ეხერხებოდათ და შუამიწეთში ჯუჯებზე უკეთესი მჭედლობის ოსტატები არ იყვნენ. მაგრამ გარდა ამისა, დროის განმავლობაში ჯუჯებს გამოუმუშავდათ სიხარბე, რომელსაც ვერ იტანდნენ ელფებიც და ადამიანებიც. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჯუჯებსა და ელფებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ჯუჯები იცავდნენ თავის განძს და ნებისმიერს, ვისაც უნდოდა მათი ძვირფასეულობის დაუფლება, სასტიკად უსწორდებოდნენ.

ჯუჯები საკმაოდ გულჩათხრობილი ხალხი იყო, ისინი საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს და ენასაც. თუმცა ცნობილია რომ მათი ენა - კჰუზდული, შექმნა ვალარმა აულემ. ელფებისა და ადამიანებისათვის ეს ენა გაუგებარი იყო. მხოლოდ რამდენიმე ელფმა თუ შეძლო მისი შესწავლა. ჯუჯების ისტორიის მიხედვით შემორჩა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომელიც გიმლიმ წარმოთქვა, ბრძოლაში ჰელმის ხევთან: "Baruk Khazâd! Khazâd ai-mênu!" - რაც ნიშნავს - "ჯუჯები ნაჯახებით! ჯუჯები გადაგთელავენ!".

ჯუჯები ცნობილნი იყვნენ ბრძოლებში თავისი ძლიერებითა და ამტანობით, ისევე როგორც თავისი მრისხანებით, განსაკუთრებით თუ რაიმე უბედურება ეწეოდა მათ ოჯახს, ხალხს, მეგობრებს. ისინი ძალიან ძლიერი მეომრები იყვნენ და მოუწიათ მრავალ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება:

• ბელერიანდის პირველ ბრძოლაში
• უთვალავი ცრემლის ბრძოლაში
• ათასი გამოქვაბულის ბრძოლაში
• სარნ ათრადის ბრძოლაში
• უკანასკნელი კავშირის ომში
• ჯუჯებისა და ორკების ომში
• ხუთი არმიის ბრძოლაში
• ბეჭდის ომში

სხვა რასებთან ურთიერთობა

მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯებს თავისებური ურთიერთობა აკავშირებდა შუამიწეთის სხვადასხვა ხალხებთან, ყველაზე მეტად ისინი არ წყალობდნენ დრაკონებს - რადგან ორივეს, ჯუჯებსაც და დრაკონებსაც ერთნაირი სიყვარული და ჟინი აკავშირებდათ ძვირფასეულობებთან. დროის განმავლობაში ისე მოხდა, რომ დრაკონებმა მიითვისეს ჯუჯების როგორც განძეულობა, ისევე ადგილი, სადაც ინახებოდა იგი.

მესამე ეპოქაში ასეთი რამ გარდახდა ჯუჯების მეფეს თორინ I-ს, რომელმაც დააარსა საკუთარი კოლონია რუხ მთებში: მესამე ეპოქის 2770 წელს, დრაკონმა სმაუგმა დაიკავა ჯუჯების დიდი ქალაქებიდან ერთ-ერთი უკანასკნელთაგანი - ერებორი. სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით მესამე ეპოქის 2941 წელს ჯუჯების ისტორიაში ჩნდება პირველი ჰობიტი ბილბო ბეგინსი, რომელმაც ერებორის ტირანი დრაკონისაგან გათავისუფლებაში მთავარი როლი ითამაშა. ამის შემდეგ ჯუჯებსა და ჰობიტებს შორის ძალიან მეგობრული ურთიერთობა დამყარდა.

პირველშობილთა და აულეს შვილებს შორის ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ გამძაფრებული იყო. მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობდა: ჯუჯები ცხოვრობდნენ მთების ქვეშა გამოქვაბულებში, ეძიებდნენ მიწის წიაღში დამალულ განძეულობას, ელფებს კი უყვარდათ ვარსკვლავები და მთლიანობაში ბუნება, ხეები და ყველაფერი რაც მათ იავანამ უბოძა. ჯუჯებს ასევე ელფებთან ურთიერთობაში ხელი შეუშალა ეჭვიანობამ და სიხარბემ.

ჯუჯების ისტორიაში ელფებთან ურთიერთობის მრავალი ფაქტი მოიძებნება, სადაც სიხარბისა და შურის გამო ელფები ძალიან დაშავდნენ - თუნდაც ავიღოთ პირველი ეპოქა, როდესაც თუმუნზაჰარის ჯუჯებმა სილმარილების დაუფლების გულისათვის მოკლეს დორიათის ხელმწიფე, ელფების მეფე ელუ თინგოლი (ელვე სინგოლო) და გაძარცვეს დორიათის გამოქვაბული მენეგროთი. კჰაზად-დუმის ჯუჯებსა და ერეგიონის მჭედელ ელფებს (როგორც მათ უწოდებდნენ) შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა და მეორე ეპოქაში ეს მშვიდობა დაინგრა საურონის თავდასხმის გამო და ჯუჯებმა კჰაზად-დუმის კარები ჩაკეტეს. მაგრამ ხუთი ჯარის ბრძოლის შემდეგ მესამე ეპოქის 2270 წელს ჯუჯებმა სისტემატიურად შეწყვიტეს შუღლი შუამიწეთის ყველა ხალხთან.

ჯუჯების განძეული

მეორე ეპოქის დასაწყისში კჰაზად-დუმის სიღრმეებში მემაღაროე ჯუჯებმა აღმოაჩინეს საკმაოდ იშვიათი და ძალიან ძვირფასი ლითონი, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს - მითრილი. ჯუჯებისთვის ის წარმოადგენდა დიდ განძეულობას, შესაბამისად ისინი მას ძალიან უფრთხილდებოდნენ. სწორედ ამ ლითონის სიყვარულმა ჩაუყარა საფუძველი კჰაზად-დუმელ ჯუჯებსა და ერეგიონელ ელფებს შორის მეგობრობას.

მითრილი წარმოადგენდა ჯუჯების ეკონომიკურ საზრდოს, მაგრამ ამავე დროს მან ისინი, საკუთარი სიძუნწის გამო, მიიყვანა სიკვდილამდე. ამ ლითონის მოსაპოვებლად ჯუჯები მიწის წიაღში უფრო ღრმად და უფრო ღრმად ჩადიოდნენ, იქ მათ დიდი უბედურება დახვდათ, რადგან მათ გამოაღვიძეს მთების სიღრმეში მცხოვრები უძველესი სამყაროს არსება, სახელად ბალროგი. მან დაანგრია ჯუჯების სამფლობელო და შეიწირა ჯუჯების მეფე დურინ I და მისი მემკვიდრე ნაინ I.

ჯუჯების სამფლობელოები

არსებობდა ჯუჯების 7 კლანი ან "სამფლობელო". თავიდან იყო 3 ასეთი "სამფლობელო":

გრძელწვერიანები - დურინის ხალხი, რომელნიც დასახლებულიყვნენ კჰაზად-დუმის მიწისქვეშა ქალაქში, ნისლიან მთებში.
ცეცხლწვერიანები - რომელნიც მოღვაწეობდნენ ნოგროდში, ცისფერ მთებში დაარსებულ ქალაქში.
სქელწვერიანები - რომელთაც დააარსეს ბელეგოსტი.

ქალი-ჯუჯები

ქალი-ჯუჯები რაოდენობით ძალიან ცოტანი არიან, და საზოგადოებაში ფაქტიურად არასოდეს გამოჩენილან. შესაბამისად, შუამიწეთის ხალხს ყოველთვის ეგონა რომ ჯუჯებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არ ჰყავთ. სინამდვილეში კი ისინი არსებობდნენ; უბრალოდ ჩაცმულობით, ნაკვთებითა და თვისებებით ისე წააგავდნენ ახალგაზრდა ჯუჯებს,რომ ვერც კი გაარჩევდით. ჯუჯა ქალები იყვნენ მეოცნებენი და აგრეთვე საკმაოდ ეჭვიანები, რაც ხელს უწყობდა ჯუჯების საგვარეულო ჯაჭვების შევიწროებას.

ერთ-ერთი ასეთი ქალი-ჯუჯა გახლდათ თორინისა და მისი ძმის ფრერინის უმცროსი და დისი, რომელიც დაიბადა მესამე ეპოქის 2760 წელს. დისი აღიზარდა ეულ მთაში, მაგრამ ძმების მსგავსად დრაკონ სმაუგის მთაში შემოჭრის და მისი ბინადრების გაძარცვისა და გაუბედურების გამო იძულებული გახდა გაქცეულიყო სამშობლოდან 2770 წელს. იგი იყო ფილისა და კილის მშობელი დედა და ერთადერთი ქალი-ჯუჯა, რომელიც ავტორს უხსენებია მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში.

Monday, April 26, 2010

the lord of the rings




ბეჭდების მბრძანებელი-ზღაპარი დიდებისთვის.ტოლკინის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ნაწარმოები.მისი დაწერის თარიღად 1937-49 წლებია მიჩნეული.ზედმეტია იმის აღნიშვნა,რომ ტოლკინს სკანდინავიურ მითოლოგიაზე აქვს შექმნილი ტრილოგია.მიუხედავად ამ ცნობისა ადვილად შეიძლება დავინახოთ სკანდინავიური კულტურისა და რელიგიის ელემენტები ბეჭდების მბრძანებელში.მაგალითად როჰირიმების მოკაზმულობა,თვით გეოგრაფიული სახელების დასახელება და ყველაზე აშკარა ელემენტი -გენდალფი იგივე ოდინი მოგზაურის ფორმაში.

   ბევრი ისეთი რამაა ბეჭდების მბრძანებელშჰი და საერთოდ ტოლკინის სამყაროში რაც საგულისხმოდ და აღსანიშნავად ღირს.კერძოდ ის,რომ მწერალმა თავად შექმნა თავისი სამყაროს საკუთარი ენა,გეოგრაფიული ადგილები,ლეგენდები,სიმღერები და ასევე რასები-ჰობიტები და ორკები.

   ტოლკინის სამყარო ;ელფები (ყველაზე სრულყოფილი არსებები შუა ხმელეთზე),ტროლები,ჯუჯები ეს ხომ სულ მითოლოგია.ერთი მიზეზი რომელიც მისი წაკითხვის სურვილს იწვევს ადამიანში,მით უმეტეს თუ ის მითოლოგიის მოყვარულია.

   არ მოვყვები იმ უამრავი მიზეზების დასახელებას რატომაც ტოლკინის შემოქმედების წაკითხვა ღირს.უბრალოდ დავასახელებ რამოდენიმეს-ადამიანმა შექმნა თავისი სრულყოფილი სამყარო,ენა და ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილები.მისი ნაწარმოებების შინაარსი იმდენად დახვეწილია რომ თითქმის შეუძლებელია "ლაფსუსის "აღმოჩენა.ამასთანავე ის სრული დინამიურობით ვითარდება.წიგნის ნებისმიერი ნაწილი არ მობეზრდება მკითხველს წასაკითხად და რაც მთავარია რაიმე კონკრეტული მომენიტი გაწელილად არ მოეჩვენება.ნებისმიერს ეს წიგნის სრულ ჰარმონიაში და ფანტაზიურ სამყაროში ჩაფლობას უქადის.

  რაც შეეხება მოკლედ შუა მიწეთის ბრძოლებს.ისინი იმდენად დახვეწილად და სრულყოფილად არის  აღწერილი მართლაც ერთი სიამოვნებაა მისი წაკითხვა და მისი აღქმა.

   ცოტა რამ ტრილოგიის ეკრანიზაციის შესახებაც.ჯექსონმა მოახერხა და შექმნა მართლაც ბეჭდებისმბრძანებლისთვის შესაფერისი კინო.თავისი მსახიობებითა და შინაარსის რაც შეიძლება დახვეწილი გადმოცემით.მსახიობებზე საუბარი ზედმეტია.ვფიქრობ ზუსტად რომ ყველა,თავიანთი როლების  შესაფერისები არიან.

   მოკლედ აღარ მოვყვები ბლადუნს და დავდებ ერთ სტატიას ბეჭდების მბრძანებელზე.

   ხო და კიდევ ოღონდ არა "ტოლკიენი".

   

  ინგლისელი მწერლის ჯ. რ. რ. ტოლკიენის (1892-1973) ფანტასტიკურ-ზღაპრული ეპოპეა «ბეჭდების მბრძანებელი», რომელიც იწერებოდა 1954-66 წლებში და მასთან ერთ ციკლში მოქცეული სხვა ტექსტები, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მკითხველთა ფართო წრეებში როგორც ავტორის გასაოცარი ფანტაზიის მიერ შექმნილი მითიური სამყაროს _ «შუა მიწის» თუ «შუახმელეთის»_ ისტორია, როგორც ჯადოსნური ამბავი სიკეთისა და ბოროტების მარადი ორთაბრძოლისა. უკანა¬სკნელი სამი წლის განმავლობაში ტოლკიენის «შუა მიწასთან» დაკავშირებული სერია კიდევ უფრო ფართო წრეებისათვის გახდა ცნობილი ჰოლივუდის მიერ გადაღებული გრანდიოზული ეკრანიზაციის გამო, რომელიც _ თუმცა ეს ამ სტატიის თემას სცილდება _ საუკეთესოდ გამოხატავს ნაწარმოების ღირსებებს იმდენად, რამდენადაც ეს კინემატოგრაფის ფარგლებშია შესაძლებელი. 
«ბეჭდების მბრძანებელი» არ არის უბრალოდ მშვენიერი საკითხავი წიგნი, უბრალოდ ფანტასტიკის თუ «ფენტეზის» ჟანრის ნიმუში; იგი არც მხოლოდ საყმაწვილო ლიტერატურაა. უფრო სწორედ _ ერთიცაა, მეორეც და მესამეც. მაგრამ ეს წიგნი თითქოს ამ ყოველივეზე უფრო მეტიცაა. ტოლკიენის მხატვრული სამყარო მეცნიერული კვლევისათვის ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს. ტოლკიენისტიკა უკვე მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა როგორც ინგლისურენოვან, ისე რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში და იმ მასალების საფუძველზე, რომელზედაც დღემდე მიმიწვდა ხელი, შემიძლია დავასკვნა, რომ რუსეთში ტოლკიენისტიკა განსაკუთრებით ღრმა და საინტერესო დასკვნებამდე მივიდა. 
ტოლკიენი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა უძველეს და შუა საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს და ამავე დროს ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ენათმეცნიერების დარგში. მას ეკუთვნის ფილოლოგიური ნარკვევები ძველი ინგლისური ლიტერატურის ისეთ ნაწარმოებთა შესახებ, როგორიცაა «ბეოვულფი», «სერ გავეინი და მწვანე რაინდი». სამეცნიერო საქმიანობა მასთან წინ უძღოდა ლიტერატურულ შემოქმედებას და მხოლოდ მერე და მერე, «ბეჭდების მბრძანებლის» წინამორბედი წიგნის, «ჰობიტის» გამოქვეყნების შემდეგ (1937 წ.) ტოლკიენმა დაიმკვიდრა თავი, როგორც ლიტერატორმა. ძნელი სათქმელია, რამდენად უბიძგა მას მხატვრული შემოქმედებისაკენ სამეცნიერო საქმიანობამ. ერთი კია: ტოლკიენის ნაწარმოებებს ნამდვილად ვერ გავუტოლებთ ე. წ. «პროფესორთა რომანებს», როგორიცაა, ვთქვათ, შარლ დე კოსტერის «ტილ ულენშპიგელი» ან თუნდაც უმბერტო ეკოს არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი ბესტსელერი «ვარდის სახელი», ე. ი. მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებშიც ჰუმანიტარი მეცნიერები «აცოცხლებენ» იმ ისტორიულ ეპოქას თუ ფოლკლორულ ფენომენს, რომელსაც იკვლევენ. ტოლკიენმაც დაიწყო იმით, რომ «სერ გავეინის» ტექსტი თანამედროვე ენაზე საკითხავ წიგნად გადაამუშავა. მაგრამ იგი უფრო შორს წავიდა. მან დაიწყო სრულიად ახალი ზღაპრულ-ხატოვანი სამყაროს «შენება» და თითქმის ყველა თავისი ნაწარმოები, რამდენიმე მოთხრობის გამოკლებით, ამ ფიქტიური (მისივე განსაზღვრებით, «მეორადი») და, ამავე დროს, ცოცხალი და მრავალგანზომილებიანი სამყაროს ფარგლებში მოაქცია, მის კანონებს დაუქვემდებარა. «შუა მიწის» სამყარო თავისი ისტორიით, ლეგენდებით, ქრონიკით, კარტოგრაფიითა და ლინგვისტიკით (ავტორმა «შუა მიწის» მაცხოვრებელ სხვადასხვა ხალხებს საკუთარი ენები შეუქმნა, რაც თავისთავად ცალკე კვლევის საგანს და ძალზე საინტერესო ფენომენს წარმოადგენს) საკუთარ თავში იტევს ზოგადად ევროპულ მითოლოგიურ და ფოლკლორულ ტრადიციათა ელემენტებს და ამავე დროს არ ტოვებს ხელოვნურად შექმნილი კომპილაციის შთაბეჭდილებას: რეალურად არსებულ _ ჩრდილოგერმანულ, კელტურ თუ სლავურ _ ტრადიციათა ელემენტები აქ იმდენად ორგანულადაა ჩაქსოვილი ავტორისეული ფანტაზიის მიერ შექმნილ ხატოვან სამყაროში, რომ ისინი მის განუყრელ ნაწილებად, თავდაპირველი წყაროსაგან უკვე დამოუკიდებელ ფენომენებად აღიქმება. რუსი მეცნიერი სვეტლანა ლუზინა, ავტორი საკანდიდატო დისერტაციისა თემაზე «ჯ. რ. რ. ტოლკიენის მხატვრული სამყარო: პოეტიკა, ხატოვანება» წერს: «ტოლკიენი არატრადიციულად უდგება «მითშემოქმედების» ცნებას: იგი არა უბრალოდ იყენებს მითოლოგიურ სიუჟეტებსა და სახეებს, არამედ ქმნის თავის საკუთარ უნიკალურ «მეორად» სამყაროს, აგებულს მის მიერ გამოგონილ ზღაპრულ მითოლოგიაზე, სადაც მხოლოდ გულდასმით შესწავლის შედეგად იკვეთება ცნობილ მითთა კონტურები». ჩვენ ვეთანხმებით ავტორს იმაში, რომ ტოლკიენისეული სამყარო «უნიკალურია», მაგრამ ნაკლებ დამაჯერებლად მიგვაჩნია მტკიცება იმისა, რომ «ცნობილ მითთა კონტურები» მასში ძნელი გამოსაკვეთია. ჩემის აზრით, ყურადღებით წამკითხავ, დამაკმაყოფილებელი ფილოლოგიური განათლების მქონე მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს ზოგიერთი მათგანის შემჩნევა, თუმცა, როგორც მართებულად აღნიშნავს იგივე ს. ლუზინა, «ფოლკლორულ მოტივთა და მითოლოგიურ სიუჟეტთა იმ მრავალფეროვნებასთან ერთად, რომელიც შეადგენს ტოლკიენისეულ მითოპოეტიკას, მის წიგნებში არსად არ არის პირდაპირი მინიშნებები კონკრეტულ წყაროებზე». ტოლკიენისეული «მეორადი» სამყარო წარმოგვიდგება ისე, თითქოს ჩვენი რეალური სამყარო თავისი მითოლოგიით არც არსებობს, თითქოს თავად იგია ერთადერთი რეალობა (იმთავითვე გამოირიცხება წარმოდგენა იმისა, რომ ეს სამყარო შეიძლება სხვა სივრცით და დროით წერტილში, ვთქვათ, სხვა პლანეტაზე ანდა სხვა ეპოქაში არსებობდეს). სწორედ ლოკალიზებისა და იდენტიფიკაციის ეს აბსოლუტური გამორიცხვა ქმნის მკითხველის ქვეცნობიერებაში შთაბეჭდილებას იმისა, რომ სამყარო, რომელსაც მას ავტორი წარმოუდგენს, ერთადერთი შესაძლო სამყაროა, რომ თავად იგი, მკითხველი, ამ სამყაროს ნაწილია და რომ საბოლოოდ ეს «მეორადი» სამყარო ფარავს რეალურ სამყაროს და მისი იდენტური ხდება. 
მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას შემდეგი: ტრადიციულ ელემენტთა გამოყენებისას ტოლკიენი გაცნობიერებულად ახორციელებს პროცესს, რომელიც სტიქიურ, გაუცნობიერებელ დონეზე მიმდინარეობს ფოლკლორში: ლაპარაკი გვაქვს «მემკვიდრეობითობაზე» (“преемственность”), როგორც ამ ტერმინს გულისხმობს ფოლკლორისტი ვ. ანიკინი. ფოლკლორის თეორიის სალექციო კურსში ეს ავტორი ერთმანეთისაგან განასხვავებს ლიტერატურულ და ფოლკლორულ მემკვიდრეობითობას იმის საფუძველზე, რომ პირველი შემთხვევა გულისხმობს «ახალი შემოქმედის მიერ არსებული ტრადიციის მიღებას და ამავე დროს მისგან დისტანცირებას» _ ე. ი. ყოველ ავტორს სურს ახლის, საკუთარის შემოტანა, _ ხოლო «ფოლკლორში მიმართება ათვისებულ და ახალ ელემენტებს შორის ისეთია, რომ ათვისება, ხელახალი გადმოცემა თვისობრივად სჭარბობს ახლის შექმნას». ტოლკიენთან ერთის შეხედვით თითქოს გვაქვს ფოლკლორული მემკვიდრეობითობის მომენტი: მისი წიგნები დასახლებულია ევროპული მითოლოგიის ისეთი ფიგურებით, როგორიცაა დრაკონები, გობლინები, ელფები, გნომები და ა. შ. «შუა მიწის» მოსახლეთა შორის მხოლოდ ჰობიტების მოდგმაა თავად ავტორის გამონაგონი. მას შემოაქვს ისეთი მარადიული მითიურ-ფოლკლორული მოტივები, როგორიცაა მოგზაურობის, ძიების მოტივი («ტჰე ქუესტ»), ურჩხულთან შერკინების მოტივი და მრავალი სხვა. ტოლკიენის წიგნები თითქოსდა წარმოადგენს მორიგ ზღაპარს თუ ლეგენდას ამ არსებათა მონაწილეობით, ანდა უკვე არსებული სიუჟეტის ვარიანტს, მაგრამ მალევე ვხედავთ, რომ ეს შთაბეჭდილება მოჩვენებითია, მეტიც: ავტორის მიერ განგებ გამოწვეული. ტოლკიენი ახდენს ტრადიციულობის ოსტატურ იმიტაციას, რათა მიაღწიოს მოჩვენებითი ფოლკლორულობის ეფექტს. მის მიერ კვლავ გაცოცხლებული მითიური პერსონაჟები, მართალია, ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ არსებით ნიშნებს, მაგრამ ამასთანავე ახალ უმდიდრეს და «მრავალშრიან» (ს. ლუზინა) სიუჟეტში ჩაქსოვილი მათი არსი ახალ სიღრმეს, სიფართოვეს, ახალ განზომილებებს იძენს.
თავისი «მეორადი» სამყაროსათვის სტერეოსკოპული სიღრმის მისანიჭებლად ტოლკიენი ავითარებს მის დროით-ისტორიულ, ფოლკლორულ-ლეგენდარულ და სხვა განზომილებებს. საამისოდ იგი მიმართავს ჟანრულ იმიტაციებს, რომლებიც შეიძლება ერთგვარ ლიტერატურულ მისტიფიკაციებადაც დავინახოთ. «შუა მიწა» არის სამყარო, რომელსაც აქვს სამ ეპოქად დაყოფილი ისტორია. დროით პლანში თხრობა მიმდინარეობს ამ ისტორიული მონაკვეთის თითქმის ბოლო წერტილის გადასახედიდან, რომლიდანაც, ამავე დროს, თვალს ვადევნებთ მთელ ისტორიულ დროს მის დასაბამამდე. ამის მომსწრენი ვხდებით წიგნში «სილმარილიონი», რომელიც «ბეჭდების მბრძანებლის» წინარე ეპოქების ქრონიკას წარმოადგენს. ამ ნაწარმოების თხრობის სტილი გარკვეულწილად, თავიდან მაინც, განპირობებულია იმ მოდელით, რომელსაც იძლევა ძველი აღთქმა ებრაელი ერის ცხოვრების აღწერისას: აქაც თავდაპირველად აღწერილია სამყაროს შექმნა უზენაესის მიერ, შემდეგ _ მისი სრულყოფა და სხვადასხვანაირი არსებებით დასახლება. ამასთანავე «შუა მიწის» ხალხებს საკუთარი ფოლკლორი, მუსიკა და კულტი აქვთ (რაც შეეხება კულტსა და რელიგიას, ეს რთული საკითხია და ცალკე განხილვას საჭიროებს: ცხადად გამოკვეთილი კულტის ელემენტები აქვთ მხოლოდ ელფებს, მიღმიერ სამყაროსთან ყველაზე უფრო დაახლოებულ უკვდავ და გრძნეულ არსებებს და ალბათ ჯადოქრებსაც, მაგრამ «შუა მიწის» სამყაროში არსად არა გვაქვს ოფიციალური რელიგია, როგორც ინსტიტუცია). ტოლკიენის ნაწარმოებები თუ მათი ცალკეული ნაწილები წარმოადგენენ თითქოსდა «შუა მიწის» ხალხთა მიერ შექმნილ ტექსტებს. აქ ვხვდებით ისეთი ჟანრების ელემენტებს, როგორიცაა საგმირო ეპოსი, საგმირო სიმღერა, ქრონიკა, ლეგენდა, ხალხური ლექსი, საკულტო სიმღერა, მაგიური შელოცვა და სხვა.
როგორც «მეორადი» სამყაროს რეალობის იმიტაცია, ისევე ფოლკლორული ტრადიციულობის იმიტაცია ტოლკიენს სჭირდება თავისი სწორედაც რომ ლიტერატურული ამოცანების გადასაჭრელად. მისი სამყარო მართლაც ახალი, უნიკალური, განუმეორებელია. მაგრამ უბრალოდ ახალი მხატვრული სამყაროს შექმნა სინამდვილეში არ წარმოადგენს სიახლეს მხატვრულ შემოქმედებაში. ამისათვის ბევრად უფრო ადვილია მართლაც აბსოლუტურად ახალი, რეალურთან არაფერი საერთოს აღარმქონი სამყაროს შექმნა, როგორც ამას ათასგზის სჩადიან ფანტასტი მწერლები. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ტოლკიენის მიზანი ეს არაა. იგი პარადოქსულ აქტს ახორციელებს: ჯერ ქმნის ტრადიციულობის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, შემდეგ კი მხატვრული შემოქმედების ძალით ახდენს ათვისებული ტრადიციისაგან დისტანცირებას, რათა ბოლოს და ბოლოს, შემოვლითი გზით, კვლავ დაგვაბრუნოს უარყოფილ ტრადიციასთან. რისთვის შეიძლებოდა ავტორს დასჭირვებოდა ასეთი რთული სტრატეგია? ამის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ტოლკიენის მიერ 1964 წელს გამოცემულ ესსეში «ჯადოსნური ზღაპრების შესახებ», სადაც ვკითხულობთ: «...ჩვენ წინაპართა მრავალი თაობის მემკვიდრეობა გვერგო, მათი, ვინც ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს და ტკბებოდა ამით. ეს მდიდარი მემკვიდრეობაა, მაგრამ მასში იმალება ხიფათი: მობეზრება და ორიგინალურობის წყურვილი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სიძულვილი მშვენიერი ნახატისადმი, ნატიფი ორნამენტისადმი, სუფთა ფერისადმი; შეიძლება აღიძრას სურვილი უბრალო მანიპულირებისა, ძველის გადაჭარბებული სრულყოფისა _ ეს სრულყოფა ოსტატური იქნება, მაგრამ უსულგულო». ჩემის აზრით, შეუძლებელია ამაზე უკეთ დახასიათდეს თანამედროვე, უახლესი ესთეტიკა თავისი დამცინავი, ამპარტავანი ზიზღით ყოველივე ტრადიციულისადმი, რის გამოც ხშირად ხდება ჭეშმარიტისა და მშვენიერის სამწუხარო და უაზრო უარყოფა. ტოლკიენი კი, ტრადიციათა მოსიყვარულე მკვლევარი, მეთოდურად, პედაგოგიური ალღოთი ცდილობს დაუბრუნოს თანამედროვე ადამიანს სამყაროს პირველადი, უშუალო აღქმა, დაკარგული ბავშვური უბრალოება: «მხოლოდ ზღაპრის სიყვარული შეგვინარჩუნებს ან დაგვიბრუნებს ბავშვობას ანუ სამყაროს ბავშვურ აღქმას». და რაკიღა თანამედროვე ადამიანი ჯიუტად ზურგს აქცევს ტრადიციულ-მითიურს, ტოლკიენი თითქოს ეუბნება მას: შეხედე, ეს თითქოს ძველია, მაგრამ ამავე დროს ახალიც, _ ახალი, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველია.
ჩემს მიერ ციტირებული მისი გამონათქვამის დასაწყისი თითქმის სიტყვასიტყვით ემთხვევა ოსიპ მანდელშტამისეულ ბწკარებს:
«Я получил блаженное наследство:
Чужих певцов блуждающие сны.
Своё родство и скучное соседство
Мы презирать заведомо вольны.
И нე одно сокровище, быть может,
Минуя внуков, к правнукам уйдёт,
И снова скальд чужую песню сложет
И, как свою, её произнесёт.»
ლექსი შეიცავს მინიშნებას იმ ცნობილ ფაქტზე, რომ ინგლისელმა რომანტიკოსმა მეკფერსონმა საკუთარი ნაწარმოები «ოსსიანი» კელტური ფოლკლორის უძველეს ნიმუშად გაასაღა. მანდელშტამი ადგილს უცვლის ფაქტებს (ლექსში გვაქვს არა «საკუთარი, როგორც სხვისი», არამედ პირიქით _ «სხვისი, როგორც საკუთარი») და ამით გვახსენებს უძველესი დროის პოეტებს, სკალდებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ავტორობის ცნებას და ერთიმეორისაგან მოსმენილს თავისებურად, მცირე თუ დიდი ჩასწორებებით, ხელმეორედ ასრულებდნენ, ოღონდაც ამ ახალს საკუთარ ქმნილებად არ თვლიდნენ. ავტორად მათ ევლინებოდათ თავად ჟანრი, თავად ეპოქა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, თავად ამბავი, რომელსაც ისინი მოუთხრობდნენ ხალხს.
მეკფერსონის მსგავსად, XX საუკუნის რომანტიკოსი და დონ კიხოტი ტოლკიენიც მსგავს მისტიფიკაციას მიმართავს, ოღონდაც მისტიფიკაციაც მისეული ხატოვანების მორიგი მხატვრული ხერხია. იგი თითქოსდა გვიამბობს ამბავს, რომელიც არავის მიერ შეთხზული არ არის, _ უბრალოდ ნანახს, უბრალოდ მოსმენილს, უბრალოდ მომხდარს.

წყარო :არ მახსოვს