იმდღეს ერთი ადამიანი წერდა, (აშკარად ნიცშე უყვარდა და არ უნდოდა ეღიარებინაა,რომ მას უფალი სძულდა და ებრძოდა თავდაუზოგავად და გამალებით).ხო წერდა რომ ნიცშეს ღმერთმა იმიტომ მოუვლინა ამდენი დაავადება,რომ მას უყვარდა ფილოსოფოსი და შანს აძლევდა დაბრუნებოდა ჭეშმარიტ გზასო.სიცოცხლის ბოლოს ნიცშეც მიხვდა ამ ყველაფერს და მართლაც აიცილა ის წამება რაც მას სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში ელოდაო.
ამ ლექსის მერე როგორ შეიძლება ვინმეს კიდევ გაუჩნდეს იმის გრძნობა რომ ის ღმერთს მართლაც უყვარდა?რომ მან მართლაც საუკუნო სასუფეველი დაიმკვიდრა სიკვდილის შემდეგ :)
ისე სიმართლე რომ ითქვას ნიცშეს ხიბლი დაეკარგებოდა თუ ის მართლა მოინანიებდა იმ ყველაფერს რაც მან თავისი სიცოცხლის პერიოდში დაწერა(რა თქმა უნდა დაავადებამდე)
ერთი მთავრდება და იწყება სხვა ჯოჯოხეთი,
ვერ დამაჩოქებ, ბედო, ამის თუ გაქვს იმედი,
როდესაც მრავალ უღირსს ატკბობ ცრუ სამოთხეთი,
მტანჯე, არ მინდა შენთა ქნართა ტკბილი სიმეთი.
მტანჯე, ხან ერთით, ხან მეორით და ხან მესამით,
ხომ დადგა ჟამი, როს წვალებით ვეღარ მაკვირვებ,
სხვისთვის განახვნე სამოთხეთა ვრცელი სეზამი,
იკვეხე, ჩემშიც მათ ბილწ ნდომას თუ გააღვივებ.
შენგან მორთმეულ ძმრიან თასებს დავცლი ზედიზედ
და შემოგბღავლებ წყენით, როცა გამოგელევა,
შენ არც კი იცი, შენს ძმარ-შხამებს ვით შევეთვისე,
შარბათზე ახლა ალბათ გულიც კი ამერევა.
შენ შეცდი, როცა თავიდანვე ტანჯვით დაიწყე,
პირველი თასი როს მაგემე ორი კვირისას,
შეცდი... თავიდან შემაჩვიე მწვავ მზით დასიცხვას,
ალბათ ჩქარობდი... და მასწავლე თმენა ჭირისა.
მაქვს სული-თეთრი მარმარილო დაულაქველი,
მიწიდან არა, ცის სიღრმიდან ამოტანილი,
სული-არწივი ამაყი და ბევრგზის ნაგვემი,
ღორ-ძაღლ-ტურათა დასერილი და დადანილი.
ვით სხვა სიამეს, იგი ტანჯვას ისე ნაჩვევი,
სასოწარკვეთის მდაბალ გრძნობას არ გაიკარებს,
დაიგვიანე, ბედო, ახლა აღარ გაჩვენებს
უსასოობას, და შენ ამით ბრაზს არ გიქარვებს.
ერთიც არ მცდება განატყორცნი, შენგან ისარი,
ერთიც არ არის ისართაგან ბალღამუვლები,
ვერ მათმობინებ - ლამაზია ჩემი მიზანი,
ვერ შემაშინებ უბადრუკი შენი ყმუვლებით.
ახლოა ჟამი ჭრილობათა მოსალბუნების,
ბედნიერება ჩემს სულშია ღვთით დათესილი,
და ნაცვლად ხორცთა გასაძღომი ბილწი ცთუნების,
მე სიხარული ზეციური მელის მზევსილი!..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment