Friday, July 2, 2010
ლორელაი
ლორალაი-გერმანული მითოლოგიის „სირინოზი“.ლეგენდის თანახმად იგი სახლობს რაინის მახლობლად მდებარე კლდეზე.მას გრძელი ოქროს თმა აქვს,ზის კლდეზე და მომაჯადოვებელ სიმგერასთან ერთად ივარცხნის თავის თმებს.სწორედ ეს გამხდარა მრავალი გემისა და მეზღვაურების დაღუპვის მიზეზი.როგორც ცნობილია მისი მამა თვით მდინარე რაინია.
ლორელაით მრავალი მწერალი იყო დაინტერესებული,მათ შორის გოეთე და ჰაინე .მასზე მრავალი ლექსი თუ პოემაა შექმნილი. აი ორი მათგანიც.............
მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს:
არ მასვენებს სევდა მწველი
და დღემუდამ ხსოვნას ნისლავს
ეს ზღაპარი ძველთაძველი
ღამდება და ველზე გრილა,
მისდევს რაინს ტალღა წყნარი,
მწუხრის მზეში შეფერილა
მოციმციმე მთა და ბარი.
ზის ქარაფზე ტურფა ქალი,
დაუშლია დალალები,
ბზინავს ძვირფას მძივთა რკალი,
თმას ივარცხნის გამალებით.
ხელთ აქვს ოქროს სავარცხელი,
ზის და მღერის ჯადოსნურად,
მძლავრი ვნება და ნაღველი
მაცდურ ჰანგად ჩამოსხმულა.
მოხიბლულა ნაოსანი,
ხმა ტანჯავს და იმონებს,
ხედავს, მღერის ჯადოსანი
აღარ ხედავს წყალში ლოდებს.
ვიცი,ნავიც,ნაოსანიც
ჩაეხვევა მდორე რაინს,
ასე სურდა საოცარი
სიმღერებით ლორელაის.
…………………
უკვე ბნელა,უკვე ცივა,ნისლი სუდრავს თვალთა ხედვას,
რას დახვალ და გულს რა სევდა გიტრიალებს ტურფა მხედარს?
„ტყე დიდია ,შენ მარტო ხარ,დუმილია ზარდამცემი,
მშვენიერო პატარძალო დაამშვენე სახლი ჩემი.“
„დიდი არის მამაკაცთა მზაკვრობა და ცბიერება,
სევდამ დასცა და გატეხა ჩემი გულის ძლიერება.
ფუჭად მიხმობს შენი ბუკი, არა მჯერა შენი ფიცის!
ო ვაჯკაცო გამეცალე მე ვინა ვარ შენ არ იცი“
„მხიბლავს შენი ნორჩი ტანი, თითქოს ზეცით ჩამოსული,
დახატული მერანი და სილამაზე ჯადოსნური.
გიცან -ღმერთო შემეწიე დღე მომელის სწორედ ავი!
მშვენიერო შენ ხარ სწორედ ჯადოქარი ლორელაი“
„მართალს ამბობ,ქარაფზეა აზიდული კოშკი ჩემი
და ეხლება ღრმა რაინი ციხის ფუძე ზვირთთა ცემით
უკვე ბნელა,უკვე ცივა,ქარმა თავი აიწყვიტა,
ვერასოდეს ვეღარ გახვალ მეტად შენ ამ შავი ტყიდან."
p.s.ლექსის ორივე თარგმანი შესრულებულია აკაკი გელოვანის მიერ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment