Monday, August 23, 2010

ანგელოზთა და ადამიანთა კავშირი:nephilim

მეტად საინტერესო და ამავდროულად მისტიური ამბავირომელიც მთლიანად თუ არა ძლიერ საეჭვოსა და გაუგებარს ხდის ქრისტიანულ მოძღვრებას ანგელოზთა უსქესობაზე და საერთოდ ბევრ სწავლებას ფასს უკარგავს.კერძოდ დაბადების მე-6 თავი, სადაც ჩვენ ვხვდებით ადამიანებისა და ანგელოზების კავშირის შედეგად დედამიწაზე მოვლენილ ქმნილებებს ბუმბერაზებს.ენოქის აპოკრიფების,პირველი თავის "watchers"-ის თანახმად ანგელოზებმა Samyaza-s მეთაურობით შეცოდეს ადამიანებთან,რომლის შედეგადაც დაიბადნენ ბუმბერაზები,სისხლის მსმელი არსებები.ასევე ენოქის აპოკრიფებშია მოხსენებული აზაზელი და სხვა დაცემული ანგელოზები.თუ ენოქის აპოკრიფებით ვიმსჯელებთ, მაშინ პირველი ცოდვა რომელმაც ანგელოზთა დაცემა გამოიწვია ეს უნდა იყოს.თავისთავად Samyaza გამოდის ლუციფერი.აი ის ამონარიდი პირველი თავიდან სადაც ეს ამბავია მოთხრობილი.
თავი6.
1.როდესაც ადამიანების ბავშვები გამრავლდნენ,მაშინ მათ გაუჩნდათ ლამაზი ქალიშვილებიც.
2.ანგელოზებმა,სამოთხის შვილებმა დაინახეს ისინი და ძალიან მოეწონათ.თხოვეს თავიანთ მეთაურს“ნება მოგვეცი ავირჩიოთადამიანთა შვილები ჩვენს მეუღლეებათ და გვყავდეს ჩვენც შვილები“.
3. Semjaza,რომელიც იყო მათი ლიდერი მიუგო მათ:ვშიშობ თქვენ ვერ მოახერხებთ,თუმცა 4.მაინც გეთანხმებით ამ საქციელის ჩადენაში.მე მარტო გადავიხდი ამ დიდი ცოდვის ჩადენისთვის საზღაურს.ანგელოზებმა კი უპასუხეს“მოგვეცი სიტყვა და ჩვენ ყველამ 5.შევკრათ ის ორმხრივი ფიცით,რომ არ მივატოვებთ ამ გეგმას და გავაკეთებთ საქმეს“.შემდეგ დაიფიცეს ყველამ ერთად.და ისინი იყვნენ ორასნი,რომლებიც დაეშვნენ Yered-ეს დრეებში 6.ჰერმონის მთაზე.ისინი ამ მთას იმიტომ უწოდებდნენ ჰერმონს,რომ მათ სწორედ ამ მთაზე დადეს ფიცი.
7.მათი სახელებია:Samlazaz, მათი ლიდერი,Araklba, Rameel, Kokablel, Tamlel, Ramlel, Danel, Ezeqeel, Baraqijal,
8 Asael, Armaros, Batarel, Ananel, Zaq1el, Samsapeel, Satarel, Turel, Jomjael, Sariel ესენი კი ათეულების ხელმძღვანელები.
თავი 7
1და ყველამ სხვამ მათთან ერთად მიაშურეს ქალიშვილებისკენ და აირჩიეს ყველამ ერთ-2.ერთი.და მათ დაიწყეს მათთან დაბინძურება.და ისინი დაორსულდნენ,მატ ეყოლათ 3.გიგანტები რომლების ზომაც იყო სამი ათასი ელი.
სწორედ იგივე ამბავს ვხვდებით ბიბლიის პირველ თავში .(დაბადება.)უბრალოდ აქ ანგელოზები ღვტის შვილებად არიან მოხსენებულნი.ისე კი სიუჟეტი და ამბავი ფაქტობრივად იდენტურია აი ისიც
დაბადება თავი მე-6
1 როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,
1 და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.
2 დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.
2 ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.

3 თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
3 და თქუა უფალმან ღმერთმან:არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.
4 ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი.
4 და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.
5 დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა.
5 ხოლო იხილა რაჲ უფალმან ღმერთმან, ვითარმედ განმრავლდეს უსჯულოებანი კაცთანი ქუეყანასა ზედა. და ყოველი ვინ გონებს გულსა შინა თჳსსა მოსწრაფებით ბოროტთა ყოველთა დღეთა.
6 ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად, და შეწუხდა. 6 და შეიგონა ღმერთმან, რამეთუ შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა, და განიგონა.
7 თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ, რომ გავაჩინე.
7 და თქუა ღმერთმან:აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა კაცთაგან მიპირუტყუთამდე და ქუეწარმავალთაგან მფრინველთამდე ცისათა, რამეთუ შევინანე, რამეთუ შევქმენ იგინი.
8 მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში.
8 ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა.

9 ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.

9 ესე შობანი ნოესი :ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე.

ე.ი ამ წყაროების თანახმად ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება.1.ის რომ ანგელოზთა დაცემა სწორედ ამ ცოდვას უკავშირდება.და ლუციფერი იგივე Samyaza-ა გახლავთ.
2.ანგელოზთა დაცემის(ლუციფერის აჯანყების,war in heaven-ის) შემდეგ კიდევ მოხდა ანგელოზTა მასობრივი ცდუნება ამ ქვეყნიური სიამტკბილობით და ღმერთს გამოაკლდა მნიშვნელოვანი რიცხვი თავისი შვილებისა.

რა დასკვნა უნდა გააკეთოს პიროვნებამ ეს მისი გადასაწყვეტია უბრალოდ მინდა ავღნიშნო,რომ ორივე ვარაუდი მეტად სამართლიანი და ლოგიკურია.რომელი დასკვნასაც არ უნდა მიემხროს ადამიანი შედეგი ერთი და იგივე იქნება:მთელი რიგი ქრისტიანული სწავლებების "გაუფასურება"

No comments:

Post a Comment