Friday, January 14, 2011

არტო


კვირა დილას მოხუცმა ინდიელმა ბელადმა გულსა და ელენთას შორის მახვილის ჩაცემით გამიხსნა შემეცნება დამამშვიდებელი სიტყვებით: “გჯეროდეთ, არ შეშინდეთ, მე ცუდს არაფერს გაგიკეთებთ!” სწრაფად დაიხია უკან სამი - ოთხი ნაბიჯით, ჰაერში მახვილის ტარით წრე მოხაზა, მთელი ძალით წინ გამოექანა და ისე დამიმიზნა მახვილი, თითქოს ჩემი მოკვლა უნდოდა. თუმცა ოდნავ შემეხო და მხოლოდ ერთი წვეთი სისხლი მადინა. ტკივილი სრულიად ვერ ვიგრძენი და მქონდა შეგრძნება რომ განვთავისუფლდი თანდაყოლილი უიღბლობისა და არასწორი აღზრდისაგან; ვიგრძენი რომ ვივსები ნათელით, რომელიც არასოდეს მეკუთვნოდა. რამდენიმე დღის შემდეგ გამთენიას დავამყარე კონტაქტი ტუტუგურის ქურუმებთან და მესამე დღეს ვეზიარე სიგურის.

„იძირები ერთიანობაში, სადაც არ არის ღმერთი, რომელიც გშთანგთქავს და გქმნის, თითქოს თავად ქმნი საკუთარ თავს არარსებულში და ღვთის ნების წინააღმდეგ, განუწყვეტლივ შენი თავის შემოქმედი ხარ”

ეს სიტყვები ეკუთვნის ინდიელ ბელადს, მე მათ მხოლოდ გამოვთქვამ, თუმცა მხოლოდ ისე, როგორც შემიძლია აღვიდგინო, სიგურის ფანტასტიკური შუქით განათებულმა.

თუკი მზის ქურუმები მოიქცეოდნენ ისე, როგორც უფალი იესო ქრისტეს სიტყვის მოწმეები, პეიოტლის ქურუმების წყალობით მე შევძლებდი ჩავძირულიყავი მითიური საიდუმლოს საწყისებში და მათი საშუალებით შევსულიყავი საიდუმლოთა საიდუმლოებაში, დამენახა შემოქმედების ბოლო აქტი, ადამიანი – მამის და არა კაცის ან ქალის. პირველსავე ჯერზე არ შემეძლო მონაწილეობა მიმეღო სრულ რიტუალში, დამჭირდა გარკვეული დრო, რომ შემეცნო მრავალფეროვანი საცეკვაო მოძრაობები, პოზები და ფიგურები, რომლებსაც სიგურის ქურუმები გამოხატავდნენ ჰაერში, თითქოს თავს მახვევდნენ ამ ჩრდილებს ან გამოიხმობდნენ ღამის მღვიმეებიდან. თავად ქურუმებს უკვე აღარ ესმოდათ რას აკეთებდნენ: მათი სხეულები ემორჩილებოდნენ ერთის მხრივ ჩვევის ძალას, მეორეს მხრივ პეიოტლის საიდუმლო ბრძანებას. მათ ცეკვის წინ ნახარში მიიღეს, რადგან სურდათ გათვლილი საშუალებებით შესულიყვნენ ტრანსის მდგომარეობაში. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისინი აკეთებენ იმას, რასაც უბრძანებს მათ ეს მცენარე, იმეორებენ სავარჯიშოს, რასაც მიჩვეულია კუნთები და თავის წინაპრებზე მეტი არ იციან ნერვების მუშაობის შესახებ. თუმცა ნერვების მუშაობის როლი გადამეტებულად ესმით. ეს ყველაფერი მე არ მაკმაყოფილებდა და როდესაც ცეკვა დამთავრდა გადავწყვიტე ყველაფერში გავრკვეულიყავი, სანამ მონაწილეობას მივიღებდი პეიოტლის რიტუალში, რომელსაც ატარებენ ნამდვილი ინდიელი ქურუმები. გამოვკითხე ტარაუმარა, ბევრი ინდიელი, რომლებიც ცხოვრობდნენ მთაზე, და მთელი ღამე ვესაუბრებოდი ახალგაზრდა წყვილს: ქმარი ამ რიტუალების მიმდევარი იყო და ჩემი აზრით მისი საიდუმლოებების მცოდნე, მან ბრწყინვალედ ამიხსნა და ზედმიწევნით ზუსტად აღმიწერა როგორ გადის პეიოტლი ჩემს აღელვებულ სხეულში და აღადგენს მეხსიერებას იმ მაღალი ჭეშმარიტებების შესახებ, რომელთა წყალობით ადამიანური შემეცნება არ კვდება და უსასრულობას უერთდება.

ინდიელებს სიტყვა სიგურის გაგონებაც კი არ უყვართ. ჩემთან თარჯიმნად მუშაობდა მეტისი, მან გამაფრთხილა რომ ინდიელთან ამ თემაზე ფრთხილად და პატივისცემით მელაპარაკა, რადგან სიტყვა სიგური ინდიელებში იწვევს შიშს და წმინდა გრძნობებს აღძრავს, რაც საუბედუროდ გაუგებარია ევროპელისთვის, რადგან ის აქ პატივს არაფერს სცემს. ჩემთვის ნათელი გახდა რომ შიშმა შეიძლება ინდიელებს დამაშოროს. მე წარმოვთქვი სიტყვა სიგური და ჩემს წინ ჩაიარა მოძრაობათა რიგმა, რითაც შევიტყვე ადამიანური შემეცნების შესაძლებლობა, შეინარჩუნოს ღმერთის შეგრძნება.

ინდიელის პოზა გამოხატავდა შეძრწუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ ფარი იყო; ბედნიერს ჰგავდა – ისეთს როგორიც მხოლოდ არსებობის დიად წუთებში შეიძლება იყო; სიხარული და თაყვანისცემა ავსებდა მას. ასე ირინდებოდნენ კაცობრიობის პირველყოფილი ადამიანები ჯერ კიდევ როდესაც დაბადების ტანჯვაში იმყოფებოდნენ, როცა სული ჯერ არ შექმნილი ადამიანისა, მაღლდებოდა ჭექა ქუხილის ხმაურში, ცეცხლში გადაჭიმული სამყაროს თავზე; ალბათ ასე ლოცულობდნენ ადამიანის მოსვლისათვის კატაკომბებში და ამის შესახებ, ნათქვამია წიგნებში.

მან შეაერთა ხელები, თვალები გაუბრწყინდა, სახე გაუქვავდა და შეუვალი გახდა, მისი საოცარი მღელვარების გამოსხივების წყალობით, ვხედავდი როგორ მოდიოდა გონზე, ორჯერ თუ სამჯერ ის გადავიდა ერთი ადგილიდან მეორეზე და მისი თვალები უძრავად უკან ერთ შერჩეულ წერტილში იყურებოდნენ.

მივხვდი რომ ის უფრთხოდა დაუდევრობის ან თუნდაც უმნიშვნელო უპატივცემულობის გამომჟღავნებას ღმერთის მიმართ, რათა დაეცვა ცნობიერება იმისაგან რაც შეიძლებოდა ამას მოყოლოდა. ასევე გავიგე ორი რამ: ინდიელი ტარაუმარა არ ანიჭებს თავის სხეულს ისეთ მნიშვნელობას როგორსაც ჩვენი ძმა ევროპელი, რომლის წარმოდგენა ამ საკითხზე აბსოლუტურად განსხვავებულია. ინდიელი თითქოს ამბობს: „ეს სხეული მე არ ვარ”. როცა ინდიელი ყურადღების კონცენტრაციას ახდენდა, მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი სხეული თავად ათვალიერებს და აკვირდება საკუთარ თავს. „მე—მხოლოდ ის ვარ რაც სიგურიმ მიბრძანა რომ ვიყო და იქ ვარ სადაც მიბრძანა რომ ვიყო, შენ კი იტყუები და არ ემორჩილები. შენ არასოდეს არ გრძნობ იმას, რასაც მე. შენ ყოველთვის მაძლევ საპირისპირო შეგრძნებებს, შენ არაფერი გინდა იქიდან რაც მე მსურს. დიდი ნაწილი იმისა რასაც შენ მთავაზობ, ბოროტებაა, შენ ჩემთვის ყოველთვის იყავი დროებითი გამოცდა, ტვირთი, ერთ მშვენიერ დღეს როცა სიგური გახდება თავისუფალი, მე გიბრძანებ მოშორდე”. ამ სიტყვების დროს ის ტირის, „ოღონდ არ არის საჭირო საერთოდ წახვიდე, შენ მაინც სიგურიმ შეგქმნა და რამდენჯერ შემიფარე ქარიშხლის დროს, მაგრამ სიგური მოკვდებოდა მე რომ არ ვყავდე.”

კიდევ შევიტყვე, რომ ამ ლოცვის დროს ინდიელი - საკუთარი სხეულის მტერი, მსხვერპლად წირავდა ღმერთს თავის ცნობიერებას და ამ საქმეში მას პეიოტლის გამოყენების ჩვევა მართავდა. მის სახეზე ერთიმეორეს მიყოლებით ჩნდებოდა ემოციები რომლებიც თითქოს მისი არ იყო, ის არ ყოფილა ამით შეპყრობილი, არ გავდა ჩვენს წარმოდგენას პირადი განცდების შესახებ, ჩვენი ემოციები იბადება ელვისებური სისწრაფით, როგორც კი გამოჩნდება ობიექტი რისკენაც არის მიმართული, ჩვენ ვიღებთ, ან უარვყოფთ აზრებს რომლებიც გაიქროლებენ ჩვენს თავებში.

ამ ყოველივეს ხილვამ ჩამინერგა უზარმაზარი სურვილი ახლოდან მენახა ყველა რიტუალი, და მათში მონაწილეობის უფლება მომეპოვებინა, სწორედ ეს იყო ძნელი.

ახალგაზრდა ტარაუმარა არ შეუშინდა ლოცვის დაწყებას ჩემს სიახლოვეს, ეს მეგობრულობა უკვე იყო მტკიცებულება იმისა, რომ ჩემს წინაშე გაიღო რამდენიმე კარი.

პეიოტლისგან შეიძლება მიიღო მხოლოდ ის, რაც ადამიანს სჭირდება. ეს არაჩვეულებრივი მაგნიტური და ალქიმიური პრეპარატი მხოლოდ მაშინ მუშაობს როცა მისი მოხმარების წესი იცი; ანუ იცი რა დოზით. რა დროს ან რა მიზნით უნდა გამოიყენო.

მომდევნო საღამოს წავედი ინდიელების სოფელში, სადაც დამპირდნენ, რომ მაჩვენებდნენ პეიოტლის რიტუალს. ის სრულ სიბნელეში მიმდინარეობდა. ქურუმი მოვიდა ორ დამხმარე ქალთან, მამაკაცთან და ორ ბავშვთან ერთად; მან მოხაზა მიწაზე დიდი ნახევარწრე, რომლის შიგნითაც უნდა შესრულებულიყო დამხმარეთა თამაშები. შემდეგ გადააფარა მას სქელი საფარი რომელზეც შემეძლო მოვთავსებულიყავი. როგორც მივხვდი. ნახევარწრის თაღის, რვიანის ფორმის მარჯვენა ნაწილი, წარმოადგენდა ქურუმის წმინდა ადგილს. მარცხენა ნაწილში სიცარიელეს ბავშვები იკავებდნენ. წმინდა ადგილში მოთავსებული იყო ხის ქოთანი, რაშიც იდო პეიოტლის ფესვები: რიტუალის ჩასატარებლად პეიოტლის ქურუმები მცენარეს მთლიანად არ იყენებენ, ყოველ შემთხვევაში რიტუალური ქმედებების დროს.

ქურუმს ხელში ჰქონდა კვერთხი, ხოლო ბავშვებს პატარა ჯოხები. ბოლოს და ბოლოს მრავალფეროვან საცეკვაო მოძრაობებში გამოჩნდა პეიოტლის მოქმედება, რიტუალის შესრულების გზით სიგური შევიდა კულტის მიმდევრებში.

ვგრძნობდი, რომ ქურუმის დამხმარეთათვის ძნელი იყო მოქმედების დაწყება, ისინი არ აცეკვდებოდნენ თუ დარწმუნებულნი არ იქნებოდნენ, რომ დათქმულ დროს სიგური ჩაეშვებოდა მათში. სიგურის რიტუალი შემოქმედებითია, რომელიც მოვლენებს ისე ხსნის, როგორც ისინი იბადებიან სიცარიელეში და გადმოდიან რეალობაში. რიტუალი მთავრდება მაშინ, როდესაც ღმერთის ნებით სულს სხეულიდან იღებენ. აი რას გამოხატავს ქურუმის დამხმარეთა ცეკვა, ისინი ყვიროდნენ: „ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შევიცნოთ ღმერთი, სანამ ის არ შეეხება ჩვენ სულს, სხვა შემთხვევაში ჩვენი ცეკვა – მხოლოდ გრეხა და მოჩვენება. მოჩვენება, რომელიც უკან სდევს სიგურის, კვლავ აღორძინდება.”

გადაწყვეტილების მიღებამდე ქურუმმა ბევრი იფიქრა, შემდეგ ამოიღო უბიდან ტომარა და ინდიელებს ხელებზე თეთრი ფხვნილი გადმოუყარა, რომელიც მათ აუჩქარებლად გადაყლაპეს.

პეიოტლის ფხვნილის მიღების შემდეგ დაიწყეს ცეკვა. მათი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ახლა მიჩვენებენ რაღაც ისეთს, რაც ადრე არასდროს მინახავს, დავძაბე მთელი ჩემი ყურადღება. რათა არაფერი გამომეტოვებინა..

ორივე დამხმარე ერთმანეთის პირისპირ დაწვა მიწაზე – ორი უსიცოცხლო გროვა. მოხუცმა ქურუმმა ალბათ ფხვნილი გადაყლაპა, იმიტომ რომ მისგან არაადამიანური ენერგია მოდიოდა. ის დაიჭიმა გასწორდა, თვალები აენთო, და მისგან უცხო, ძლიერმა ტალღებმა დაიწყეს გავრცელება. მან ორჯერ თუ სამჯერ ყრუდ დაჰკრა მიწას კვერთხი, შევიდა რვიანში, რომელიც რიტუალური მინდვრის მარჯვენა ნაწილში იყო მოხაზული. დამხმარეები უსიცოცხლო მდგომარეობიდან გამოვიდნენ. თავიდან კაცმა დაარტყა თავი და ხელის გულები მიწას – ქალს ზურგი შეერხა; ქურუმმა გადმოაფურთხა, მაგრამ არა ნერწყვი - ამონასუნთქი, კბილებიდან ხმაურით გამოცრილი. ერთდროულად შეიგრძნეს ჰაერის ნაკადი, ქალი და კაცი საბოლოოდ გამოფხიზლდნენ და ადგნენ, ისე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ თითქოს მათ იჭერდნენ სიცარიელის ნაკეცებსა და უსასრულობის ჭრილებში. ნათელი ხდებოდა, რომ იქ იყო არა ქალი და კაცი, არამედ ორი საწყისი: მამაკაცური და ქალური. კაცი – გაღებული პირით, ნერწყვის ბუშტუკებით, წითელ ანთებად სისხლმდინარე ღრძილებზე, რომლის მიღმა მოჩანდა კბილების ფესვები, რომლთა დანახვაც მორჩილებას გაიძულებს.

ქალი-უკბილო ნიღაბი, გადაქლიბული ფესვიანი კბილებით, ვირთხა ვირთხის საჭერში, დატანჯული ატეხვის ჟამს, ის სხლტება, იკლაკნება აგზნებული მამრის წინ, ისინი უცებ ეჯახებიან, ეკრობიან ერთმანეთს გამოთაყვანებული სახეებით, ისე თითქოს ერთმანეთს უთვალთვალებენ, ებრძვიან. ბოლოსდაბოლოს ერთი მეორეში შეაღწევს და ნელნელა განიდევნება უფლის დანაშაულით სავსე და არც ისე მოკრძალებული მზერა.

მათ ქცევაში საოცარი იყო, რომ ისინი ერთმანეთს ემუქრებოდნენ, ერიდებოდნენ შეჯახებას და ეჯახებოდნენ. ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ბოლოსდაბოლოს ერთად წასულიყვნენ; და არა იმიტომ რომ მამაკაცისა და ქალის საწყისი სხეულს იმორჩილებს, პირიქით ისინი განუხრელად რჩებიან ყოფიერების მიღმა, და მას დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან არამატერიალურ იდეებად, სადღაც ჩამობმულები; იმიტომ რომ ისინი, თავად ქმნიან საკუთარ სხეულს, სხეულს რომელშიც მატერიის იდეა სიგურის წყალობით გაქარწყლდა.

მე ბევრი ვიფიქრე პეიოტლის ფსიქიკური ზემოქმედების შესახებ. პეიოტლი აბრუნებს „მე”ს ჭეშმარიტ საწყისებთან. როდესაც ასეთი ხილვის მდგომარეობაში შეხვალ, უკვე აღარ შეიძლება როგორც ადრე, ტყუილი და მართალი ერთმანეთში აურიო. გესმის საიდან მოხვედი და რა ხარ, უკვე აღარ გეპარება ეჭვი საკუთარ არსებობაში; და არ არსებობს ისეთი გრძნობა, ან გარეშე ძალა, რაც დაგაეჭვებს.

მექსიკაში ქურუმები დამეხმარნენ პეიოტლის მიღებისას დამენახა რა ხდება ადამიანის ღვიძლში, მეხილა ის საიდუმლო ალქიმია, ის სამუშაო, რომლის წყალობითაც ყოველი პიროვნების „მე” გადაარჩევს, მიიღოს ან უარყოს ის შეგრძნებები, ემოციები, სურვილები რაც ფორმას აძლევს ჩვენს არაცნობიერს. აქ „მე” ხდება ცნობიერი, აქ იშლება მისი ორგანული ძალაუფლება ცნოს თუ უარყოს. იმიტომ რომ ზუსტად ამისთვის მუშაობს სიგური, გამოაცალკევოს ის, რაც არსებობს, იმისაგან რაც არ არსებობს. ღვიძლი ეს არაცნობიერის ორგანული ფილტრია.

რაც ვნახე იმის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, პეიოტლი აფიქსირებს ცნობიერებას, არ აძლევს მას საშუალებას აიმღვრეს, მიეცეს ყალბ შთაბეჭდილებებს. მექსიკელმა ქურუმებმა მაჩვენეს მე ღვიძლზე ზუსტი ადგილი, სადაც სიგური ანუ პეიოტლი აწარმოებს სინთეტურ გამყარებას, რომელიც დიდი ხნით ინარჩუნებს ცნობიერში ჭეშმარიტების გრძნობასა და სურვილს, აძლევს მას ძალას ჩაეფლოს მასში და ავტომატურად მოიშოროს ყველაფერი დანარჩენი.

ტარაუმარა ამბობს: „ღამე ისე მისდევს ღამეებს, როგორც ჩონჩხი ჩაივლის ბნელი რიტუალის შემდეგ




კარგია არტოც რომ ითარგმნა....

No comments:

Post a Comment