Friday, April 9, 2010
რანი არიან მასონები?
ჯერ ფორმალურობა დავიცვათ და მოკლედ შევეხოთ მასონების წარმოშობის პროცესს.ზოგის აზრით ისინი ჯერ კიდე ძველი ეგვიპტიდან იღებენ სათავეს,ზოგიც ამტკიცებს რომ მატი ფესვები შუა საუკუნეებშია აღმოცენებული.(რაც სხვათა შორის სიმართლეს უფრო შეესაბამება).
მასონი – ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ნიშნავს „ქვის მთლელს“. ქვა ადამიანის სიმბოლოა. მასონობის სიმბოლოა ჩაქუჩი, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს ძალაუფლებას ქვაზე, რადგან ქვა ადამიანის სიბოლოა. ე.ი. – ძალაუფლება ადამიანებზე – ანუ „გამოთალო“ ადამიანი ისე, რომ მისცე შენთვის სასურველი აზროვნება. მასონობის სიმბოლოებია აგრეთვე: ფარგალი, გონიო, სახაზავი, შვეული. მასონებმა კაბალიდან ისესხეს გადაბრუნებული წითელი სამკუთხედი, რომელიც ამავე დროს ეშმაკის სიმბოლოცაა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი არის ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის მასონური სიმბოლო. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მასონთა ლოჟის წარმომადგენელმა და წითელი არმიის ფუძემდებელმა ლევ ტროცკიმ ბოლშევიკური მოძრაობის ძირითად სიმბოლოდ სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავი შემოიღო.
მათი შექმნის თარიღად მკვლევარები მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყის ასახელებენ.ინგლისში ჩამოყალიბებული ლოჯა(The United Grand Lodge of England (UGLE)დღესდღეობითაც პირველია სხვა მასსონურ ლოჟებს შორის თავისი მნიშვნელობითა და გავლენით.ლოჟების რიცხვი დღევანდელ მსოფლიოში დაახ 20000-ია,ამათგან 150 დიდი ლოჟაა.ამ რაოდენობის მიხედვით ადვილი წარმოსადგენი,თუ როგორ არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოდებულნი ისინი.
მასონობას არ უნდა უნდა შევხედოთ ერთი კონკრეტული მხარით.მასონობა ფართო მცნებაა და მას ფართოდ განხილვა სჭირდება.ჯერ ერთი მასონთა მსოფლიო კავშირი არ არსებობს,აქედან გამომდინარე მათი,ამდენი ლოჟის ერთმანეთში აღრევა არაფერს გვარგებს.მეორეც მასონებში უკვე გამოიკვეთა შედარებით ძლიერი ორგანიზაციები:ფრანკმასონები,კომიტეტი 300,ზემოთ ხსენებული ინგლის დიდი ლოჟა და რა თქმა უნდა შოტლანდიის დიდი ლოჟა.რომლებსაც სხვადასხვა გზით დაუსახავთ მსოფლიოზე პატონობა.
რანი არიან მასონები?.-მშენებლები,შავი მუშები.მათ მიზანი ერთია მსოფლიოზე ბატონობა,ყველას კეთილდღეობა.ისმის კითხვა როგორი იქნება ეს შენობა რომელსაც ისინი აგერ უკვე ოთხი საუკუნეაა ლამობენ რომ ააშენონ?-ეს იქნება დიდი ხელოვნებით ნაგები საზოგადოებრივი შენობა,ახალი იერუსალიმი,სადაც ერთ ტაძარში როგორც ქრისტეს ასევე ალაჰისა და ბუდას წინ ილოცებს მორწმუნე ადამიანი..(ეკუმენიზმი ცოტა მოგვიანებით) ...
p.s. გაგრძელება იქნება.....
Subscribe to:
Post Comments (Atom)
- ძალიან საინტერესო მასალაა freemason. ყურადღებას მაინც შევაჩერებ ეკუმენიზმზე რაც თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენაა თავისი შინაარსით და ფორმით, ბევრი მას უნდობლობას უცხადებს და კრიტიკული თვალით უყურებს, ბევრიც ერესად აცხადებს და ზოგსაც აინტერესებს... მე პირადად მაინტერესებს თუ კი ეს მოხდება საინტერესოა რას მიიღებს კაცობრიობა მსგავსი ”ექსპერიმენტით”.
ReplyDelete