Friday, April 16, 2010

როზენკრეიცერები


  ვარდის აჩრდილის მცველები

„ ჩვენი ლაბორატორიების ნაცვლად ინდოელებს ათასწლეულების მანძილზე გააჩნდათ უდიდესი მოტმინების უნარი და ინტუიცია!და რაოდე გულმოდგინედაც არ უნდა ეცადოს კაცობრიობა,სადღაც მიჩქმალოს და დაივიწყოს ფსიქიკური ენერგია,ეს ყოველთვის შეუძლებელი იქნება,ხოლო განმანათლებლობის მიზანი სხვა არაფერია თუ არა იმის შესწავლა თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამ საგანძურს“
  შეუძლებლეი იყო ამოეცნოთ ადამიანის ბნელიტ მოცულ საიდუმლოში რა იყო მართალი და რა ტყუილი.შიშით მოცული ბრბო ხშირად იმის დანახვას ამჯობინებდა რაც საერთოდ არასოდეს არ არსებულა.კაცობრიობა ათასწლეულების მანძილზე იგონედა და უფრთხოდა სასწაულებს რომლებსაც გონიერი ადამიანები ქმნიდნენ.დღემდე მეცნიერებს უხდებათ ამ სამყაროდან ჭეშმარიტების მარცვლების ამოკრება.ჩნდება სახელები უცნაური ტერმინები ის რაც იყო ოდესღაც.მაშ რა იყო ასეთი ძლევამოსილი,რატომ დატოვა მან ასეთი ღრმა ნაკვალევი ისტორიაში,რატომ შეიმოსა იდუმალების საბურველით და გახდა კიდევ უფრო ასკეტური,ვიდრე სინამდვილეში იყო?!
შვიდი უცნობის საიდუმლო
1610 წელს პარიზში,იმ დროისთვის ყველაზე საშინელი რეპუტაციის მქონე პატარა ციხესიმაგრეში კვლავ შედგა შვიდი უცნობის შეხვედრა.ისინი როგორც ადრე ამჯერათაც უხილავნი რჩებოდნენ და განაგრძობდნენ დედამიწაზე ცხოვრებას არაერთი საუკუნის მანძილზე.ამ მიდამოებში ადამიანები მათ გამოჩენას რამდენიმე ნიშნით ხვდებოდნენ:უპირველესად ცხადი და უტყუარი ნიშანი გახლდათ ჩაბნელებული ციხესიმაგრის გაჩრაღდნება,სარკმლებში აჩრდილების გაიელვებდნენ ხოლმე,ეზოში დღისითაც და ღამითაც კოცონი გიზგიზებდა.მხოლოდ ეგ იყო რომ იქ შესულს და გამოსულს ვერავის ნახავდით.შვიდ უცნობს შვიდი წიგნი მოქონდა თან,აქ დაცული იყო საკრალული ცოდნა ,რომლეიც შეიცავდა სწავლებას თუ როგორ უნდა იბატონო ცოცხალ თუ მკვდარ მატერიებზე.ბოლო წიგნი კი თითქმის კანონების სახით გაერთიანებული გახლდათ მთელი რიგი დებულებებისა,რომელთა მიხედვითაც უნდა ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ ძლიერი სახელმწიფოები.თითოეული უცნობი თითო წიგნის მფლობელი იყო.განსაზღვრული დროის განმავლობაში იგი მას ავსებდა და ხვეწდა.დგებოდა დრო როდესაც რომელიმე მათგანი დაღლილობას იგრძნობდა დედამიწაზე ყოფნის გამო და მარადიულ სამყოფელში წასასვლელად მოემზადებოდა.მანამდე ის იხმობდა დანარჩენ ექვს და ისინიც მის ძახილზე მოვიდოდნე სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ,რატა შეემსუბუქებინათ მისთვის იმქვეყნად გამგზავრების საშიში და რთული პროცესი.ამისთვის საოცარი რიტუალი არსებობდა-მათ უნდა გაეცნოთ ახალი განდობილი რომელიც მეშვიდის ადგილს დაიკავებდა.თუკი კანდიდატი ძლიერი და ღირსეული პიროვნება აღმოჩნდებოდა მას იღებდნენ ორდენში.ამას მოსდევდა რამდენიმე გამოცდის ჩაბარება.წარმატების შემთხვევაში მას გადაეცემოდა მეშვიდე წიგნი მაგიური ბეჭდითურთ.იგი მას სრულ ძალაუფლებას ანიჭებდა სულების სამყაროზე,იზიდავდა როგორც ანდამატი მარგალიტებსა და ძვირფას ქვებს.მესამე წიგნი რომელიც ახალ წევრს გადაეცა დაწვრილებით აღწერდა ელემენტების ტრანსმუტაციას და ფსიქიკური ენერგიის ერტი ფორმიდან მეორეში გადასვლის პროცედურას.უცნობ შვიდეულს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა უხდებოდა მესამე წიგნის გამო,რომლეიც ათასობით წლის წინ გაიტაცეს და რომლის ზოგიერთი არასასურველი ფრაგმენტი როგორღაც მოხვედრილიყო ალქიმიკოსთა ხელში.

გაგრძელება აუციებლად იქნება.........................:)

No comments:

Post a Comment