სკანდინავიური მითოლოგია
ძველი წარმართული რწმენა,მითოსი და კულტი,რაც ძირითადად სკანდინავიის ხალხთა ,ძვ გერმანელთა,ისლანდიის და ნორვეგიის წაროებშია დაცული და გადმოცემული.არსებითად ესაა ჩრდილოეთ ხალხის ერთიანი მითური სისტემა,ღმერთთა და გმირთა ერთიანი პანთეონი გარკვეული განსხვავებით მათ სახელებში.
გერმანულენოვან მითოლოგისს საგანძური სანახევროდ დაიკარგა,რადგან ბერძნებივით დამწერლობა არ იყო,ტლანქ ქვებზე ძუნწად დაწერილი რუნების გაგება კი ძალიან ძნელია,ხოლო კარლოსის დროს გაჭირვებით მოგროვებული და დაწერილი წარმართული თქმულებები მისი შვილის ლუდოვიკო კეთილმსახურის ჟამს(814-841)ბერებმა თითქმის პირწმინად გაანადგურეს.საბედნიეროდ სკანდინავიის ქვეყნებში-შვეციაში,ნორვეგიაში,ისლანდიაში,სადაც ნაკლებად მისწვდა ქრისტიანული ცენზურა მთელი ეპოსები გადარჩა და ორივე ედას სახით შემონახულია.ამიტომ გერმანულ მითოლოგიას სკანდინავიურს ეძახიან.ესაა ჩრდილოელი ხალხის მდიდარი და დამოუკიდებელი აზროვნების ნაყოფი,სამყაროს გულუბრყვილო მაგრამ პოეტური ასახვის ნიმუში,უშუალო კავშირშია გერმანულ მითოლოგიასთან.მისი მეცნირული სისტემა დაადგინა იაკობ გრიმმა.ამავე აზრის არიან ზიმეროკი და ვოლფი.ისინი ამტკიცებენ,რომ ჩრდილოური მითის ძირები ძვ.ინდოევროპულ ვედურ მითებშია საძებნელი.კავშირის საზღვარი დაუდგენელია,მაგრამ ახალი კვლევებით დამტკიცებულია,რომ ჩრდილოეთის მითოლოგია მაინც დამოუკიდებელი ფენომენია,რომლის ძირითადი ნაწილი მე-9 საუკუნის იქით მიუკვლეველია,შემდეგ კი ქრისტიანობამ ცვლილებები შეიტანა.სკალდები ქმნიან ახალ ღმერთებს.მთელი საგანძური შეგვინარჩუნა ორივე ედამ,მეცნიერ სნორი სტურლუსონის ნაშრომმა(1241)ეს სწავლული ქრისტიანი მოღვაწე ბერძნულის მსაგვასად ჩრდილოეთშიც 12 ღმერთს აღიარებს.საჭირო იყო გვიანდელი დანამატებისგან გაწმენდა,რომ შემდეგ შინაგანი კავშირი დადგენილიყო სამხ.მითების ზეგავლენისგან თავისუფალი მითიური სამყარო დაგვენახა.ლოკი ითვლებოდა ლუციფერად,თორი ჰერაკლედ.ასევე ეძებდნენ მსგავს სახეს აქილევსისას,ქრისტეს,ბაბილონური კოსმოგონიის.ამ ანალოგების ძიებამ მეცნიერები არასწორ დასკვნამდე მიიყვან:რომ ჩრდილოური მითოლოგია ცალკე არ არსებობს.არის მხოლოდ ოთხი გამორჩეული ღმერთი.ასეთი მსგავსებების ძიება საფრთხილოა.მსგავსება,რომ მხოლოდ ზეგავლენითა და გადმოღებით აიხსნას მაშინ ყოველი ერის მითოლოგიაში ბევრი რამის გადასინჯვა მოგვიხდება,რადგან უაღრესად მსგავსია მრავალი სახე,შინაარსი და დეტალი თვით ისეთ მითოლოგიურ სამყაროებს შორის რომელებთანაც კონტაქტი გამორიცხულია:ინკების,პოლინიზიელების,ბერძნების ჩინელების,ინდოელების...
სიმართლე ისაა რომ ჩრდილოეთსაც ყავს თავისი ღმერთები,დემოები,ჯადოქრები,ტროლები,გნომები...ცენტრალური ადგილი უჭირავს ღმერთ ოდინს,ვოდანს,მისი ცოლია ფრიგი,კერიის ქალღმერთი..ბოროტი ღმერთებია ლოკი,ფენრისი,მიდგარდი,ჰელი...სკანდინავიის ხალხებს ამ მითების მაღალ პოეტურობაში ვერავინ შეედავება.
ზოგადგერმანული მითოლოგია ფართო მცნებაა და სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა ვარიაციებს იძლევა.ძირითადი ღმერთები საერთოა:ოდინი(ვოდანაზი,ვოტანი,ვუოტანი)-ქართა და ქარიშხალთა.ტივაზი(ტირი,ციო)-ცისა და შუქის.თონრაზი(თორი)-ჭექა-ქუხილის.ფრია მიწის ნაყოფიერების ქალრმერთი..მაგრამ კულტის სახე და იერსახე სხვადასხვა მხარეში განსხვავებულია.
No comments:
Post a Comment