მისი პიროვნება იყო არის და დარჩება ყველაზე გამოუცნობ და ექსცენტრიულ არსებად.მსოფლიოში არ მოიძებნება ადამიანი,რომელსაც იმდენი პროფესია და რაც მთავარია წარმატება ქონდეს როგორც მას.მხატვარი,მოქანდაკე,არქიტექტორი,მშენებელი,დიზაინერი,პროზაიკოსი,
პოეტი,მუსიკოსი,ფილოსოფოსი,მეიგავე,ბუნებისმეტყველი,ანატომი,ბოტანიკოსი,
ზოოლოგი,გამომგონებელი,ჰიდრავლიკოსი,ველო და ავიაკონსტრუქტორი,ფილოლოგი,სცენოგრაფი,გეოლოგი,პალეონტოლოგი
ქიმიკოსი,მათემატიკოსი,ასტრონომი,პიროტექნიკოსი.-ესაა იმ პროფესიების სრული ჩამონათვალი,რომელებსაც და ვინჩი ფლობდა საკმაო წარმატებითაც.თუმცა რასაკვირველია ყველგან ისეთი წარმატებებისთვის ა მიუღწევია,როგორიც მხათვრობაში გააკეთა,თუმცა მისი როლი თითქმის ყველგან ჩანს.მან აღწერა პირველად ადამიანის სხეული და გაკვეთა ის,მანვე გამოიგონა ტანკი,მასვე ქონდა ისეთი იდია,რომელიც იმ დროის ეპოქისთვის კი არა დღესდღეობითაც ძალიან ძნელია მისი განხორციელება.(ხიდი ოსმალეთში) პირველიპარაშუტი და კიდე რამდენი რამ რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
ის არასოდეს ყოფილა ვინმეს მორჩილი,ვინმეს ქვეშევრდომი.სწორედ ეს განასხვავებს მას მიქელანჯელოსაგან,რომელიც ვერ იტანდა მას.ის არ იყო მიქელანჯელოსავით სუსტი და პაპების ლაქია.ტუმცა ემორცილებოდა მათ,ასრულებდა მათ დავალებებს მაგრამ ყოველთვის დასცინოდა მათ საკუთარ ენაზე,საიდუმლოებების ენაზე.აშკარა მაგალითი ამის მადონა მღვიმეშია.ასევე ალბათ მისი ყველაზე ცნობილი და საიდუმლოებები?თ მოცული საიდუმლო სერობა.
საიდუმლო სერობის მოხატვასთან დაკავშირებით ლეგენდაა ცნობილი:და ვინჩი უკვე სამი წელი იყოფრესკას არაფერს უმატებდა,არადა მხოლოდ ერთი სახის დამთავრებაღა აკლდა ფრესკა.ეს იყო იუდას სახე,ადამიანისა,რომელმაც გაყიდა ღმერთი.ლეონარდო ეძებდა სახეს რომელიც ამ ადამიანს დაამშვენებდა.გაბრაზებული ეპისკოპოსი და დე ლა გრაციასაბატი მივიდნენ მასთან და უთხრეს თუ ფრესკას მალე არ დაამთავრებდა იგი განავისუფლებული იქნებოდა სამუშაოდან.მან კი უპასუხა:თავი დაენებებინათ,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში იუდას სახეთ ეპისკოპოსის სახეს გამოიყენებდა.ამის შემდეგ ის აღარავის შეუწუხებია და მანაც მშვიდად და რაც მთავარია ლამაზად დაამთავრა თავისი საქმე.
საფრანგეთში აღმოჩენილ დოკუმენტების მიხედვით იგი ერთ-ერთი გნოსტიკური ორგანიზაციის მაგისტრი იყო.სიონის პრიორატის.სწორედ ქრისტესა და მაგდალინელის კავშირს მიუძღვნა საიდუმლო სერობა.ფრესკაზე კარგად ჩანს,რომ იესოს გვერდით ქალია,მარიამ მაგდალინელი.მასა და ქრისტეს შორის თუ კარგად დავკვირდებით აღმოვაჩენთ,რომ სამკუთხედია,უფრო ზუსტად გრაალი,(თასი სადაც ლეგენდის მიხედვით ქრისტეს სისხლი ასხია.)ეს ყველაფერი დავინჩისა და გნოსტიცისმის მხრით რა თქმა უნდა არამატერიალურია ანუ თვთონ მაგდალინელია თასი,წმინდა გრაალი.
ერთი რამ კი უცხადესია და ვინჩი ნამდვილად იყო პრიორატის წევრი და მაგისტრი.ამას როგორც დოკუმენტები ასევე მისი ნამუშევრებიც მეტყველებენ.თუმცა მეცნიერებს შორის ისევ მიდის დავა მის სულიერ საწყისებზე..
ზოგი ფიქრობს: მხატვრობაში მას რაფაელმა ,არქიტექტირაში მიქელანჯელომ,ასტრონომიაში გალილეიმ და ა.შ. აჯობეს ასეც შეიძლება იყოს მაგრამ მასზე მაშტაბური აზროვნების მქონე ადამიანი ალბათ არც იყო და არც მოიძებნება მრავალი წლების მანძილზე.სწორედ ესაა მის მისტიკურობასთან ერთად და ვინჩის პიროვნები ხიბლი .
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია - გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) - აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი.
.......................
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა. 1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (�მავრი�), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა �ტრაქტატი ფერწერაზე� _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ �ფრანჩესკო სფორცა�. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ_ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო �მადონა ლიტა�. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ��საიდუმლო სერობა� (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, "სანტა მარია დელა გრაციას" მონასტრის ერთ_ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, ულვე ფრანგთა მეფის _ ლუი XII-ის სამსახურში. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ_ერთი ბოლო ნამუშევარია �მონა ლიზას� პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და �ჯოკონდას� სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ_მკერამდე ხატავდნენ. 1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.
ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
1) იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ; 2) ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან; 3) მუდამ განაახლე, გამოთალე შენე ემოციების მარაგი; 4) მიიღე და გაიაზრე პარადოკსები; 5) გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით; 6) შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე; 7) დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
საიდუმლო სერობა
�საიდუმლო სერობის� შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვურა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..
,,მადონა მღვიმეში”
ლეონარდო და ვინჩის სურათი ,,მადონა მღვიმეში” გამოსახულია ქალწული მარიამი ყრმა იესოსა და ყრმა იოანე ნათლისმცემელთან ერთად.ეს ნახატი მან დახატა 1482-1486 წლებში.პირველ ყოვლისა,უნდა ითქვას,რომ მართლადიდებლური ხატისგან განსხვავებით,ამ ნახატს ეკლესიაში ლიტურგიული დანიშნულება არ აქვს და აქ ლეონარდო და ვინჩი თავისი რწმენით ხატავს რელიგიურ სიუჟეტს.
სურათის მარჯვენა ნაწილში გამოსახული ფიგურა ანგელოზს განასახიერებს,რაზეც მისი ფრთების გამოსახულება მიგვანიშნებს.სურათის ცენტრში ღვთისმშობელი მარიამი გამოსახულია,როგორც მშვენიერი გარეგნობის ქალწული.მას მარჯვენა ხელი ყრმა იოანე ნათლისმცემლისთვის მოუხვევია,მარცხენა გაშლილი ხელის მტევანი კი ყრმა იესოს თავზე მფრველი მოძრაობით შეუჩერებია.მის გვერდით ანგელოზია დაჩოქილი.იგი განსაკუთრებულად წაგრძელებული საჩვენებელი თითის მოძრაობით მაყურებელს იოანე ნათლისმცემელზე მიუთითებს.აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ყრმების ურთიერთმიმართებაა.იესო და იოანე ნათლისმცემელი,ორივე,პატარა ბავშვის სახით არიან გამოსახულნი.იოანე ნათლისმცემელი დაჩოქილია ცალ მუხლზე და ოროვე ხელის შეერთებული მტევნების მოძრაობით თითქოს კურთხევას ითხოვს ყრმა იესოსაგან.მიწაზე მჯდომი ჩვილი იესო მარცხენა ხელით მიწას ეყრდნობა,მარჯვენა ხელით იოანე ნათლისმცემელს აკურთხებს და თითქოს წინასწარმეტყველების ნიჭს აძლევს მას.ამ მოქმედებას ძალიან სიმბოლური ხასიათი აქვს.ამ სცენით მხატვარი იმაზე გვიამბობს,რაც სინამდვილეში იოანესა და იესოს შორის მოხდა,როდესაც ისინი მდინარე იორდანესთან შეხვდნენ ერთმანეთს,რაზეც ნახატში მათ წინ მდინარის ან ტბის ნაწილი მიუთითებს,რომელიც ისე არის გამოსახული,გეგონებათ სურათში წინიდან შემოჭრილა და მაყურებელსა და სურათს შორის საზღვარს ავლებსო.მხატვარმა მათი ჩვილობის ასაკში გამოსახვა იმიტომ არჩია,რომ ბავშვების დანახვისას ზრდასრულ ადამიანს სისუფთავისა და სიწმინდის განცდა გაუჩნდება და ამგვარად სწორედ სიწმინდის აღქმა ძლიერდება.ფიგურების მოძრაობა ერთგვარ წრიულ კომპოზიციას ქმნის.ანგელოზი თითით მიგვმართავს იოანე ნათლისმცემლისაკენ,ის ჩვილი იესოსკენ მიისწრაფის,რომელზეც,მოხვეული ხელის გამო,მოძრაობა ისევ ანგელოზისაკენ მიიმართება.ამ წრეს ერთ მთლიანობად კრავს და ერთ სივრცეში აერთიანებს მარიამის მფარველი ხელები.აქ ერთქვარი სამკუთხედისებური კომპოზიციაც შეინიშნება,რომლის მწვერვალი სწორედ მარიამის გამოსახულებაა.
სურათში ყურადღებას იქცევს ფერების დაბურული ყავისფერი ტონალობა,რომელიც ხშირად ნახევრადსიბნელისა და სიბნელის შთაბეჭდილებას ქმნის.სურათის ფონის პირქუში და ბნელი გამოსახულება დამაჯერებელს ხდის მათ მღვიმეში ყოფნას და უფრო ხაზს უსვამს სურათის წინა პლანის მოქმედებას.აქ ყველა ფიგურა ჩარჩოს შიგნით არის მოთავსებული,გარდა ანგელოზისა,რომლის სამოსის ნაწილის ჩამოჭრით მხატვარმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა,რომ ის,როგორც ანგელოზი,ეს ესაა შემოფრინდა სურათში,იმისთვის,რომ მაყურებელს მიუთითოს თუ იქ რა ხდება და ვის უნდა შეხედოს.
ამ ნახატით მაყურებელს სიმშვიდის განწყობა ექმნება და ადამიანის ღვთაებრივ სიწმინდესთან თანაზიარებაზე ფიქრს იწყებს.
დავინჩი ერთ დროს ეგვიპტეში ქართველი მამლუქის კარზე ცხოვრობდა და სწორედ იქიდან მოყვება მას გნოსტიკური აზრები.
ReplyDeleteპ.ს. საიდუმლო სერობის განხილვა დენ ბრაუნის "დავინჩის კოდიდან" გაქვს გადმოტანილი?
მაგ ნახატში აბსოლიტურად სხვა რამეა კოდირებული...
shegizlia daasaxelo is sxva kodi rac da vinchim chado saidumlo serobashi?me es mgonia yvelaze realuri da iqneb vcdebi?
ReplyDeletep.s thanks for comment