Thursday, April 22, 2010

ლიტანია სატანას



აიზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ როგორსაც ამ ლექსის მოსმენის შემდეგ განიცდის მსმენელი თუ მკითხველი.ბოდლერი  :)

ყველაზე ტურფა ანგელოზო, ყველაზე ბრძენო,

ღვთაებრივ ხოტბაწართმეულო, ბედით ნარქენო,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედრური!

გაძევებულთა ქვეყნის პრინცო, შენ, გალახულო, 
დამარცხდი, მაგრამ კვლავ უფრო მეტ ძალებს ნახულობ,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

მიწიქვეშეთის ყოვლისშემძლე დიდო უფალო,
ადამიანურ შიშ-ნაღველის გამრჯე მკურნალო,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

თავად კეთროვანთ და პარიებს, კრულ-შენაჩვენებს,
ვინაც აგემებ სიყვარულით სამოთხის წვენებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

შენმ ვინც სიკვდილი, სატრფო შენი, მძლე და ბებერი,
აქცია წყაროდ სასოების - მხიბლავ ბენტერის,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

ვინც მსჯავრდებულს უხდი წყნარ და მედიდურ მზერას,
რითაც ის წყევლის ეშაფოტის ყველა მაცქერალს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

შენმ ვინაც უწყი, ხარბი მიწის რომელ კუთხეში
გადაუნახავს ეჭვიან ღმერთს ძვირ ქვათა ხრეში,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

ვისი გამჭოლი თვალიც ხედავს ღრმა რეგიონებს,
რომლებშიც სძინავთ უხვად ჩაფლულ რკინა-ლითონებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

შენ, ჩავარდნისგან ვისი გრძელი მარჯვენაც იცავს
მძინარ მთვარეულს, შენობების კიდეზე მცოცავს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

შენ, ვინც გრძნეულად დაარბილებ ფლოქვებით ნასრეს
ნაგვიანევი ლოთის ბებერ ძვლებსა და სახსრებს,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

გაქნილო თანამონაწილევ, ვინც ბეჭედს თავისს
ასვამ ულობელ შუბლს კრეზუსის, ბილწის და ავის,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

ვინც ბადებ გულში და თვალებში ქალიშვილების,
ნაჭრილობევთა თაყვანსა და სიყვარულის ჩვრების, 

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

სანათო გამომგონებელთა, ლტოლვილთა ჯოხო,
ჩამოსახრჩობთა და შეთხმულთა სულის მეოხო,

ოი, სატანავ შემიბრალე მე უბედური!

შენ, მამობილო მათო, ვისაც შავბნელი წყევლით
ღმერთი განდევნა მიწიერ ამ სასუფევლით,

ოი, სატანავ, შემიბრალე მე უბედური!

No comments:

Post a Comment