Saturday, May 1, 2010

mary magdalene






მარიამ მაგდალინელი


მარიამ მაგდალინელი (ებრ. מרים המגדלית, ბერძნ. Μαρία ἡ Μαγδαληνή, ლათ. Maria Magdalena) — ახალი აღთქმის პერსონაჟი, იესო ქრისტეს ერთგული მიმდევარი, ქრისტიანული წმინდანი, მენელსაცხებლე, რომელიც სახარებისეული ტექსტის თანახმად, ქრისტეს დაჰყვებოდა, დაესწრო მის ჯვარცმას და შეესწრო ქრისტეს სიკვდილისშემდგომ მოვლინებას.

მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში მაგდალინელისადმი თაყვანისცემა განსხვავებულია: მართლმადიდებლობა მას თაყვანს სცემს, როგორც შვიდი ეშმაკეულისგან განკურნებულს; მისი სახელი სახარების მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს; კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებში კი მასთან დიდი ხანი აიგივებდნენ მონანიე მარიამ ბეთანიელთან, გარდა ამისა, თან დაურთავდნენ ფართო ლეგენდარულ მასალას.

იესო ქრისტესა და მარიამ მაგდალინელს შორის არსებული კავშირის ხასიათთან დაკავშირებით არაერთი კონსპიროლოგიური ვერსია და ვარაუდი არსებობს, რასაც მორწმუნე საზოგადოება აფასებს როგორც შებღალვას.

სახარებისეული მოწმობები მარიამ მაგდალინელზე
წარმოშობით გალილეის ქალაქ მაგდალადან იყო; კაპერნაუმთან ახლოს.

ახალ აღთქმაში მარიამ მაგდალინელის სახელი რამდენჯერმეა ნახსენები:
იესო ქრისტემ ის შვიდი ეშმაკისაგან განკურნა (ლკ.8:2)
ამის შემდეგ იესო ქრისტეს გაჰყვა, ემსახურებოდა მას და ქონებას უყოფდა (მკ15:40-41, ლმ.8:3)
გოლგოთაზე უფლის ჯვარცმას დაესწრო (მთ.27:56 და სხვ.)
იყო ქრისტეს დაკრძალვის მოწმე (მთ.27:61 და სხვ.)



მარიამის სახარება
„მარიამ მაგდალინელის სახარება“ — აპოკრიფული სახარება კოპტურ ენაზე, ნაპოვნია კაიროში 1896 წელს გერმანელი მკვლევარი კარლ რაინდჰარტის მიერ, მაგრამ პირველად გამოქვეყნებული იყო 1955 წელს.

მოცემული ტექსტი ჩნდება ბერლინის კოდექსში (აჰმიმის წიგნი). მარიამის სახარების მანუსკრიპს, რომლის ერთადერთი ვერსია ნაპოვნი იყო აჰმიმის ხელნაწერებში, აკლია გვერდები პირველიდან მეექვსემდე და მე-11 — მე-14-მდე.


აი მისი სახარებაც ჯერ ინგლისურად და ქართულად



The Gospel According to Mary Magdalene
Chapter 4

(Pages 1 to 6 of the manuscript, containing chapters 1 - 3, are lost. The extant text starts on page 7...)

. . . Will matter then be destroyed or not?

22) The Savior said, All nature, all formations, all creatures exist in and with one another, and they will be resolved again into their own roots.

23) For the nature of matter is resolved into the roots of its own nature alone.

24) He who has ears to hear, let him hear.

25) Peter said to him, Since you have explained everything to us, tell us this also: What is the sin of the world?

26) The Savior said There is no sin, but it is you who make sin when you do the things that are like the nature of adultery, which is called sin.

27) That is why the Good came into your midst, to the essence of every nature in order to restore it to its root.

28) Then He continued and said, That is why you become sick and die, for you are deprived of the one who can heal you.

29) He who has a mind to understand, let him understand.

30) Matter gave birth to a passion that has no equal, which proceeded from something contrary to nature. Then there arises a disturbance in its whole body.

31) That is why I said to you, Be of good courage, and if you are discouraged be encouraged in the presence of the different forms of nature.

32) He who has ears to hear, let him hear.

33) When the Blessed One had said this, He greeted them all,saying, Peace be with you. Receive my peace unto yourselves.

34) Beware that no one lead you astray saying Lo here or lo there! For the Son of Man is within you.

35) Follow after Him!

36) Those who seek Him will find Him.

37) Go then and preach the gospel of the Kingdom.

38) Do not lay down any rules beyond what I appointed you, and do not give a law like the lawgiver lest you be constrained by it.

39) When He said this He departed.

Chapter 5

1) But they were grieved. They wept greatly, saying, How shall we go to the Gentiles and preach the gospel of the Kingdom of the Son of Man? If they did not spare Him, how will they spare us?

2) Then Mary stood up, greeted them all, and said to her brethren, Do not weep and do not grieve nor be irresolute, for His grace will be entirely with you and will protect you.

3) But rather, let us praise His greatness, for He has prepared us and made us into Men.

4) When Mary said this, she turned their hearts to the Good, and they began to discuss the words of the Savior.

5) Peter said to Mary, Sister we know that the Savior loved you more than the rest of woman.

6) Tell us the words of the Savior which you remember which you know, but we do not, nor have we heard them.

7) Mary answered and said, What is hidden from you I will proclaim to you.

8) And she began to speak to them these words: I, she said, I saw the Lord in a vision and I said to Him, Lord I saw you today in a vision. He answered and said to me,

9) Blessed are you that you did not waver at the sight of Me. For where the mind is there is the treasure.

10) I said to Him, Lord, how does he who sees the vision see it, through the soul or through the spirit?

11) The Savior answered and said, He does not see through the soul nor through the spirit, but the mind that is between the two that is what sees the vision and it is [...]

(pages 11 - 14 are missing from the manuscript)

Chapter 8:

. . . it.

10) And desire said, I did not see you descending, but now I see you ascending. Why do you lie since you belong to me?

11) The soul answered and said, I saw you. You did not see me nor recognize me. I served you as a garment and you did not know me.

12) When it said this, it (the soul) went away rejoicing greatly.

13) Again it came to the third power, which is called ignorance.

14) The power questioned the soul, saying, Where are you going? In wickedness are you bound. But you are bound; do not judge!

15) And the soul said, Why do you judge me, although I have not judged?

16) I was bound, though I have not bound.

17) I was not recognized. But I have recognized that the All is being dissolved, both the earthly things and the heavenly.




...............

მე-4 თავი

...მაშინ, იქნება თუ არა მატერია განადგურებული?

22) მხსნელმა (ანუ ქრისტემ) თქვა: ყოველგვარი ბუნება, ყოველგვარი წარმონაქმნი, ყოველგვარი არსება არსებობს სხვაში და სხვასთან ერთად (ანუ ნებისმიერ საგანში და არსებაში ყველაფერი მოცემულია და ნებისმიერი საგანი და არსება ყველაფერს შეიცავს უკვე) და ყველაფერი დაუბრუნდება თავის საწყისს.

23) რამეთუ, საგნის არსი უბრუნდება მხოლოდ ისეთ საწყისს, რომელიც წარმოადგენს ამავე არსს მხოლოდ (ანუ, რაც არ უნდა იყოს ბუნების გამოვლინება და საფუძველი, მისი, ანუ ბუნების, დეგრადაციისას ისევ ეს საფუძველი რჩება. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, H2O რანაირადაც არ უნდა გარდაიქმნეს, ყინული იქნება თუ ორთქლი, მისი არსი ყოველთვის იქნება H2O და არა CaCO3. თუმცა, აქ არ არის არანაირ მატერიალურ არსზე საუბარი. აქ საუბარია იმ არსზე, რაზეც იესო ყოველთვის ამბობს: ვისაც ყური აქვს ისმინოსო).

24) ვისაც ყური აქვს, დაე მოისმინოს.

25) მაშინ პეტრემ ჰკითხა: რადგანაც ყველაფერი ახსენი (როგორც ჩანს დაკარგულ თავებში ძალიან საინტერესო რამ იყო, რომელიც მთლიანად გადმოცემს ქრისტეს მოძღვრებას გნოსტიკოსების აზრით), ესეც გვითხარი: რა არის ცოდვა? (ამ ხელნაწერში სიტყვასიტყვით თარგმანია: რა არის სამყაროს ცოდვა ან ცოდვა სამყაროში?)

26) მხსნელმა (მე მგონი Savior შეიძლება ქრთულად გადათარგმნო როგორც მაცხოვარი, ცხოვრების მომნიჭებელი. ინგლისურიდან თუ ზუსტად თარგმნი მაგ სიტყვას, მაშინ მხსნელს ნიშნავს) უთხრა მას: ცოდვა არ არსებობს, არამედ თქვენ ხართ ისინი რომელნიც ქმნიან ცოდვას როცა ჩადიან ისეთ საქციელს როგორიცაა მეძავეობა, რასაც ჩვენ ცოდვას ვეძახით. (აქ ალბათ ბევრნაირად შეიძლება გაიგო ეს აბზაცი. მაგრამ მე როგორც მესმის არის ასე: აბსოლიტური ცნებები არ არსებობს. აქედან გამომდინარე არ არსებობს ცოდვაც. ეს უბრალოდ არის მორიგი სახელდარქმევა, რაც ადამიანური გამოვლინების არსია ფაქტიურად. ჩვენ ვცხოვრობთ სახელების სამყაროში. ჩვენ ვართ სოციალურად დაპროგრამებული არსებები. ის რასაც ერთი ჯგუფი ცოდვას არქმევს, მეორე ჯგუფისათვის მადლია და ა.შ.)

27) ამიტომაც მოვიდა ღმერთი თქვენს შორის, რომელნიც ხართ ბუნების საფუძველი, რათა აღადგინოს იგი და დაუბრუნოს საფუძველს. (ანუ თქვენ უნდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა დაუბრუნდეთ თქვენს არსსო)

28) და შემდეგ მან გააგრძელა: და ამიტომაც ავადდება ადამიანი და კვდება, რამეთუ თქვენ დაცილდით (ინგლისურ თარგმანში სიტყვასიტვყით წერია "მოკლებული ხართ") მას რასაც თქვენი განკურნება შეუძლია.

29) მან, ვისაც გააჩნია გონება, დაე გიგოს.

30) მატერიამ დასაბამი მისცა ვნებას (passion ასევე შეიძლება ითქრგმნოს როგორც ძლიერი ემოცია) რომელსაც თანასწორი არ გააჩნია რაც წარმოიშვა რაღაცისაგან, რომელიც ბუნების საწინააღმდეგოა. ამის შემდეგ მის წმინდა სხეულში გაჩნდა "უწმინდურობა". (ამ ტექსტში disturbence-ის სიტყვასიტვყით თარგმანი არის "ის, რამაც შეშფოთება გამოიწვია") (აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ბოლო-ბოლო უკვე სტულყოფილებით ვართ, მხოლოდ არ ვიცით ჩვენი სრულყოფილება და როგორ გაჩნდა ეს დავიწყება იმაზეა საუბარი. ეს პროცესი მთლიანად არ არის განხილული ამ აბზაცში, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც ჩანს, ძირითადი ნაწილი დაკარგულ გვერდებშია გადმოცემული. აქ მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ, მატერია, რომელიც თვით არსში გაჩნდა, დასაბამს აძლევს ემოციას და ემოციისაგან იწყება შეშფოთება. ამის გავრცობა შეიძლება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით).

31) ამიტომაც გეუბნებით თქვენ: იყავით მხნედ და თუ მხნეობას დაკარგავთ, მაშინ შეიძინეთ მხნეობა ბუნების სხვა ფორმების თანდასწრებით. (მე ზუსტად ვერ გეტყვი რა იგულისხმება აქ, ანუ რა ფორმებზეა საუბარი. შეიძლება მედიტაციის დროს შეძენილ ფორმებზეა საუბარი. შეიძლება საკუთარ თავს მიმართავს ქრისტე, რომელსაც შეეძლო სხვა ფორმებით ქადაგება. მომდევნო სტროფებში მემგონი ამაზეა ნამიოკი. ლჯ-ს დახმარება კაი იქნებოდა აქ).

32) ვისაც ყური აქვს ისმინოს.

33) და როცა კურთხეულმა წარმოთქვა ეს, მიესალმა ყველას და უთხრა: მშვიდობა იყოს თქვენში. დაე მიიღეთ ჩემი სიმშვიდე თქვენში.

34) უფრთხილდით, რომ არავინ გაცდინოთ და გითხრათ: აი აქ არის, ან აი იქ არის! რამეთუ ძე ღვთისა (სიტყვასიტვით ძე კაცისა, რასაც იესო უწოდებდა თავის თავს) თქვენშია (ეს არის გნოსტიკური ქრისტიანობის მწვერვალი, რომელიც ამბობს, რომ არაფერია ჩვენს გარეთ რომელიც გვქმნის და ნიშანს გვადებს ასეთი და ასეთი ცხოვრება გექნებაო. ყველაფერი ჩვენშია და ჩვენ ვართ ჩვენი თავების პატრონი. ღმერთი ჩვენს თავშია და არა გარეთ. ამ ღმერთის ძებნა უნდა მოხდეს საკუთარ თავში და არა გარეთ. თუ ასეთ ქრისტეს ეძებ, მაშინ ვერც ტაძარშო იპოვი ამას, ვერც ტაძრის გარეთ. საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო თუ ასეთი ქრისტეს პოვნა გინდა.)

35) მიყევი მას!

36) ის ვინც ეძებს მას, იპოვის.

37) ამის შემდეგ წადით და იქადაგეთ სასუფეველის სახარება. (ანუ, თუ სასუფეველის შესახებ ქადაგებ, ეს სასუფეველი შენში უნდა გქონდეს ჯერ დანახული და ნაპოვნი. სხვანაირად, სხვანაირად უბრალოდ ტყუიხარ, ილუზიებში ხარ.)

38) ნუ შექმნით ნურანაირ წესს, რაც მე არ მითქვამს და დამივალებია. ნუ დააწესებთ კანონებს ისე, როგორც კანონმდებლები რათა არ იქნათ შეზღუდულნი ამით.

39) და როცა დაამთავრა, გაემგზავრა. (როცა შემდეგი თავი იწყება, იქიდან უფრო ჩანს, რომ უფრო გარდაცვალებაზეა საუბარი და არა გამგაზავრებაზე და სხვა ადგილას გადანაცვლებაზე. depart როგორც გარდაცვალება ისეც შეიძლება ითარგმნოს)

მე-5 თავი იწყება იმით, რომ ქრისტეს მოწაფეები სასოწარკვეთაში ვარდებიან ქრისტეს გარდაცვალების შემდეგ. ამის მერე პეტრე თხოვს მარიამ მაგდალინელს, რომ მოუყვეს მათ თუ რა ასწავლა უფალმა მას კერძო საუბრებში, რადგანაც მარიამი მათზე უფრო ახლო მოწაფე იყო. შემდეგ მარიამ უყვება მათ რაღაც ხილვაზე. როგორც ჩანს, ამ თავში ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებაა გადმოცემული (თუნდაც შემორჩენილი 4 სტროფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი. მე-5 თავი ამრიგად წყდება მე-11 სტროფზე.

შემდეგი 4 გვერდი (11-14 გვერდები) დაკარგულია და პირდაპირ გადავდივართ მე-8 თავის მე-10 სტროფზე. აქ ალეგორიული იგავის ნაწილია შემორჩენილი; თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეს დარჩენილი ნაწილიც კი. როგორც ჩანს (მე-9 თავში ირკვევა ეს) მარიამი ყვება ამ იგავს და თვით იესოსაგან აქვს მიღებული ეს სწავლება.

მე-9 (და ბოლო) თავში ზოგიერთ მოწაფეს არ ჯერავს ეს ყველაფერი და ძალიან უცნაურ სწავლებად აცხადებენ. თუმცა, ბოლო ბოლო ყველა აღიარებს, რომ მარიამ მაგდალინელი მართლაც ახლო იყო იესოსთან (აქ, და მთელს გნოსტიკურ სახარებებში, არ არის არავითარ ფიზიკურ კავშირზე საერთოდ) და ამ სწავლებასაც საფუძველი უნდა ქონდეს. ამის შემდეგ იწყებენ ქადაგებას.

მე-5 თავი

1) მაგრამ მათ დაიმწუხრეს. ისინი მძიმედ გლოვობდნენ და ამბობდნენ: როგორ უნდა ვიქადაგოთ სასუფევლის სახარება, რომელიც კაცის ძემ მოგვცა, წარმართების წინაშე? თუ მათ ქრისტე არ დაინდეს, ჩვენ როგორ შეგვიბრალებენ? (აქ ნახმარია სიტყვა Gentile რომელსაც სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელობა არის არაებრაელი და არაიუდაისტი. მეორე მნიშვნელობა არის სხვა-შენი რელიგიისაგან განსხვავებული-რელიგიის მიმდევარი. ამ კონტექსტში არაებრაელი საერთოდ კარგავს აზრს, რადგანაც ებრაელებთა გაკრვეულმა ნაწილმა გასცა ქრისტე წერილების მიხედვით. ამიტომ, წარმართი, ან უფრო სხვა მრწამსის მქონე უფრო სწორი მნიშვნელობაა)


2) შემდეგ მარიამი წამოდგა, ყველას მიესალმა და სულიერ ძმებს მიმართა: ნუ გლოვობთ და მოთქვამთ, ნურც იორჭოფებთ, რამეთუ მისი სიყვარული და სათნოება თქვენში იქნება და დაგიცავთ თქვენ. (აქ Grace ნიშნავს იმ სიყვარულს და ძალას, რაც ღვთიურია. მე მგონი სათნოება სწორი თარგმანია)

3) არამედ ვადიდოთ მისი სიდიადე, რამეთუ მან მოგვამზადა ჩვენი და გარდავქმნა კაცად. (ამ სტროფში ნახმარია სიტყვა Man. ამასთან ახლოს დგას Son of Man, ანუ კაცის ძე, რაც იგივე კაცია. თუმცა, კაცის ძეს იესო უწოდებდა თავის თავს და ამით გადმოცემდა იმას, რომ ღვთიური პოტენციის მთლიანი გამოვლინება იყო მოცემული ფიზიკურ ადამიანში. ამიტომ, აქ სიტყვა კაცი უნდა იყოს განსხივოსნებული ადამიანის აღმნიშვნელი, ანუ იმ ადამიანისა, რომელმაც ჭეშმარიტება დაინახა და თვით ჭეშმარიტებად გადაიქცა. თუმცა, მეორეს მხრივ, სხვა მოწაფეებს რომ უყურებ არც თუ ამ მნიშვნელობით შეიძლება იყოს ნახმარი ეს სიტყვა)

4) როცა მარიამმა ეს თქვა, მათი გულები ღვთისაკენ მიტრიალდა და მათ დაიწყეს მაცხოვრის სწავლების გარჩევა.

5) პეტრემ უთხრა მარიამს: დაო, ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარს სხვა ქალებზე მეტად უყვარდი. (არა მგონია აქ სიყვარული სწორი სიტყვა იყოს. უბრალოდ სიტყვასიტყვით ვთარგმნე. მაცხოვარს ყველა ერთნაირად უყვარდა: მტერიც და მოყვარეც; კეთილიც და ბოროტიც და ა.შ. მაცხოვრისათვის არსებობდა მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა. აქ უბრალოდ, მე მგონია ლაპარაკია სიახლოვეზე, რომელიც დანახულია უგუნური გონების თვალით. ეს მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს. რამეთუ, ამ სახარების ვულგარული გაგება ხდება და იმიტომ არის ისეთი ფილმები, როგორიც არის დავინჩის კოდი. ამ სახარებაში უდიდედის აზრი დევს და სულ არ აქვს იმას მნიშვნელობა, თუ რა ურთიერთობა ქონდა ქრისტეს მარი მაგდალინელთან. ერთი კია, რომ ქრისტესათვის ქალიც და კაციც ერთიდაიმავე საწყისის სრულფასოვან გამოვლინებას წარმოადგენდა)

6) გვითხარი მაცხოვრის ის სწავლება, რაც შენ გახსოვს და იცი, მაგრამ რაც ჩვენ არ ვიცით და არ გაგვიგია.

7) მარიამმა უპასუხა: რაც თქვენგგან დაფარულია მე განგიცხადებთ. (ანუ, იმ სწავლებაზე გეტყვით, რაც მაცხოვარს თქვენთვის არ უთქვამსო. ძალიან საინტერესოა, რამეთუ ეს იმას მიუთითებს, რომ ქრისტე თავის სწავლებას ურიგებდა მოწაფეებს მათი სულიერი სიმწიფის მიხედვით.)

8) და მან დაიწყო ამ სწავლების გადმოცემა. უფალი ვნახე ხილვაში და ვკითხე: უფალო, მე გიხილე შენ ჩემს ხილვაში. მან კი მიპასუხა:

9) ნეტარ ხარ შენ, რადგანაც ჩემი ხილვისას არ შედრკი, რამეთუ სადაც არის გონება (Mind) იქ არის განძიც.

10) მე ვკითხე უფალს: უფალო, როგორ ხედავის ხილვას მხილველი, სულის (soul) საშუალებით თუ სულიწმიდის (spirit) საშუალებით?

11) მაცხოვარმა მიპასუხა: მხილველი არ ხედავს არც სულის (spirit) და არც სულიწმიდის (spirit) საშუალებით, არამედ გონება (mind), რომელიც ამ ორს შორის დგას, არის ის რაც ხედავს ხილვას და ის [...]

ახლა მნიშვნელოვანი შენიშვნები მინდა გავაკეთო ბოლო 3 სტროფის (9-11) თაობაზე. პირველ რიგში სიტყვა mind გადავთარგმნე როგორც გონება და ასეც ითარგმნება. ოღონდ, როგორც ინგლისურში ისე ქართულში ამ სიტყვას აქვს რამოდენიმე მნიშვნელობა. მაგალითად ორ წინადადებაში "მან გონება დაკარგა" და "გონებაზე საერთოდ აღარ არის" სიტყვა "გონება"-ს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. პირველში ნიშნავს ცნობიერებას, კომუნიკაციის უნარს. მეორეში ეს სიტყვა ნიშნავს ანალიზის და რაციონალური ქმედების უნარს. ამ სახარებაში არცერთი ამ კონტექსტით არ არის ეგ სიტყვა ნახმარი. არამედ, უფრო შეიძლება თარგმნო როგორც გონი (ფილოსოფოსები რომ ხმარობენ, ნაწილობრივ მაგ გაგებით). ასეთი გაგებით, გონება არ წარმოადგენს იმას, რაც აზროვნების უნარია. გონება არის ის, რაც თავისთავად არსებობს და ხედავს, ესმის, ყნოსავს და ა.შ. ეს არის აბსოლიტური ცნობიერება. ეს არის ის, რამაც იცი ყველაფერი ყოვლგვარი ანალიზის გარეშე. ეს არის ის, რაშიც იქმნება ყველაფერი. მოკლედ, გონება არის ერთერთი სიტყვა, რომელიც ღმერთის, აბსოლუტის რაღაც ნაწილს და ასპექტს ახასიათებს. ამ კონტექსტში ჩანს აშკარად, რომ ხილვაც გონების პროდუქტია და გონება დგას სულსა და სულიწმიდას შორის. ამ კონტექსტში არ არის მოცემული, მაგრამ გონება არის სულიც და სულიწმიდაც და გონება ქმნის მათ.

მეორე, soul და spirit უბრალოდ გადავთარგმნე როგორც სული და სულიწმიდა. სინამდვილეში, რა აზრით არის ეს სიტყვები ნახმარი ამ სახარებაში (და საერთოდ გნოსტიკურ ტექტებში) ჩემთვის უცნობია. მოგვიანებით ამავე სახარებაში ლაპარაკია რაღაც იგავზე, სადაც სული (soul) წარმოადგენს ერთ-ერთ მოქმედს. იმ კონტექსტში სული შეიძლება იგულისხმო როგორც აბსოლიტური სული, ყველაფრის საწყისი და დასაბამი. ამ კონტექსტში, როგორც ვთქვი, გარკვეული მნიშვნელობა არ აქვს. და შეგიძლია სულსა და სულიწმიდას შორის განსხვავებას საერთოდ არ მიაქციო ყურადღება. მე უბრალოდ ორი სხვადასხვა სიტყვა "სული" და "სულიწმიდა" ვიხმარე თარგმანის გულისათვის და მეტი არაფერი. ამ კონტექსტში, არც soul-ს და არც spirit-ს არ აქვს არსებითი მნიშველობა, რადგანაც ორივე გონების გამოვლინებას და მის პროდუქტს წარმოადგენს.

მე-8 თავი

...ის(ორიგინალში-ინგლისურში ნახმარია it-რა ნაცვალსახელია ძნელი სათქმელია. ინგლისურში ნაცვალსახელს 2 ბრუნება გააჩნია მარტო და მე-3 პირის მხოლობითს მხოლოდ 1 ფორმა აქვს. ამიტომ ძნელი სათქმელი რა დამატებასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ამ თავის 1-10 სტროფი დაკარგულია)

10) და სურვილმა უთხრა: მე ვერ დაგინახე როგორ დაეშვი, მაგრამ როცა მაღლა ადიოდი მაშინ დაგინახე. რატომ მოიტყუე, შენ ხომ მე მეკუთვნი? (შემდეგ სტროფში ირკვევა, რომ სურვილი-ანუ ერთერთი ადამიანური ვნება-ესაუბრება სულს)

11) სულმა კი უპასუხა. მე კი დაგინახე შენ, მაგრამ შენ არ დაგინახივარ მე და არც გიცნივარ. მე შენს სამოსს წარმოვადგენდი და შენ არ იცოდი ჩემს შესახებ.

12) და როცა ეს თქვა, სული განვიდა და დიდად იმხიარულა.

13) და შემდეგ იგი (ანუ სული) მივიდა მესამე ძალასთან, რომელიც უგუნურებად იწოდება.

14) მე-3 ძალამ (ანუ უგუნურებამ) კითხა სულს: სად მიდიხარ? სიბოროტით ხარ შებოჭილი. მაგრამ შებოჭილი ხარ. ნუ განსჯი!

15) მაშინ სულმა უპასუხა: მაშინ შენ რატომ განმსჯი, მე ხომ არ გამინსჯიხარ?

16) მე ვაყავი შებოჭილი, მაგრამ არ შევბოჭილვარ(აქ ცოტა განმარტებებს გავაკეთებ. პირველ რიგში, როგორც ჩანს აქ სული უკვე იხმარება როგორც აბსოლიტური საწყისი, ყველაფრის დასაბამი, როგორც ზემოთაღნიშნული გონება ან გონი; ეს კონტექსტიდან ჩანს ასე-არამარტო აქამდე ნათქვამიდან, არამედ ამის შემდეგ რაც მოდის იმაშიც. უგუნურება ითვლება იმ ძალად, რომელიც ფაქტიურად დასაბამს აძლევს ყველანაირ მატერიალურ გამოვლინებას. უგუნურება ვერ ხედავს, რომ სული-და ამ კონტექსტში აბსოლიტურ სულზეა ლაპარაკი-არის ყველაფრის საწყისი, თვით უგუნურებისაც. ამ უგუნურების საშუალებით სული საბოოლოოდ ექცევა სხეულში და ყველაზე კონკრეტული გამოვლინების-მატერიის-განცდას იძენს. სული იმიტომ ამბობს, რომ შებოჭილი იყო, მაგრამ არ შებოჭილა. ანუ, სხეული-რაც მე-14 სტროფში სიბოროტედ მოიხსენება-კი ცდილობდა მის ჭებოჭვას, მაგრამ სული არასდროს არ არის შებოჭილი)

17) მე ვერ მცნეს. მაგრამ მე ვიცანი, რომ ყველაფერი დაიშლება, მიწიერიც და ციურიც. (ციურიში არ იგულისხმება რაც მაღლა არის, არამედ იმქვეყნიური-მაგალითად სამოთხე. ეს არის საინტერესო. ის რაც რაიმე გამოვლინებას წარმოადგენს, ყველაფერი ნადგურდება, იშლება, იხრწნება და ა.შ. სამოთხე და ჯოჯოხეთი წარმოადგენს გამოვლინებას. იქ სადაც ფერია, ხმაა, სუნია და ა.შ. გამოვლინებაა. არაფერია მუდმივი. ბოლოს ყველაფერი საწყისს უბრუნდება. ამ საწყისსზე, რასაც ამ თავში სული ქვია, მთლად დასაწყისშიც არის ნათქვამი, როცა ქრისტეს მატერიის ბედზე ეკითხებიან. საიდან იცის სულმა, რომ ყველაფერი, მიწიერიც და ციურიც, საბოლოოდ ნადგურდება? თუ ყველაფერი ნადგურდება და არაფერი რჩება, მაშინ არაფერია რომ იცოდეს ამ განადაგურების შესახებ. თუ რაიმე რჩება, მაშინ მხოლოდ ამ რაიმეს ეცოდინება, რომ ყველანაირი გამოვლინება ნადგურდება და ამ რაიმეში, როგორც საწყისში, გადადის. ამიტომ ჩემი აზრით, აქ სული ნახმარია როგორც აბსოლიტური საწყისის მნიშვნელობით, რაც უკვე ავღნიშნე)

18) როცა სულმა მესამე ძალას ძლია, იგი მაღლა გაემართა და მე-4 ძალა დაინახა. ამ ძალას შვიდი ფორმის (მდგომარეობის) მიღება შეეძლო.

19) პირველი ფორმა (მდგომარეობა) არის სიბნელე, მეორე-სურვილი, მესამე-უგუნურება, მეოთხე-სიკვდილის აღტკინება, მეხუთე-ხორციელების სამეფო, მეექვსე-ხორციელების სიბრძნე და მეშვიდე კი-მრისხანე სიბრძნე. ეს არის მრისხანების 7 ძალა.(აქ ბევრს ვერაფერს გეტყვი. ეს ყველაფერი გნოსტიციზმის სიმბოლიზმია და უფრო მეტი ტექსტის წაკითხვაა საჭირო, რათა არ მოგატყუოთ და ასე თუ ისე სწორად გადმოვცე ნათქვამი. ერთს უბრალოდ დავამატებ. გნოსტიციზმში უმაღლეს მიზანს წარმოადგენს გნოზი (ან გნოზისი). გნოზი არის განცდილი ჭეშმარიტება. ის რაც ამ ტექსტებშია ლაპარაკი არ არის ფილოსოფიური ტვინის ბურღვა. ამ ყველაფრის განცდა შეიძლება უშუალოდ და ყველაფერი რაც ამ ტექსტშია მოხსენებული უშუალოდ განიცდება (ასე ამბობენ გნოსტიკოსები). ამიტომ ეს სიმბოლოები რაიმე გარეგან გამოვლენას არ წარმოადგენენ, არამედ შინაგანად განცდილი რამეებია. ამასთანავე ეს ყველაფერი არის უბრალოდ თითი, რომელიც მთვარეს უშვერს ხელს და არა მთვარე. მთვარე რომ დაინახო, ამისათვის მეთოდები გააჩნდათ ამ სექტებს. ამ მეთოდებზე ბევრი არაფერია გნოსტიკურ ტექსტებში ნათქვამი. თუმცა, ეს მეთოდები ალბათ არაფრით განსხვავდებოდნენ აღმოსავლური რელიგიის მეთოდებისაგან. კერძოდ, ისინი ალბათ მოიცავდნენ მანტრებს, ლოცვებს, მედიტაციის სხვადასხვა მეთოდებს და სხვადასხვა ეზოთერულ იოგას. ეს ჩემი აზრია, თუმცა ამაზე მთლად ნუ მენდობით. სხვა ტექქსტების ცოდნაა საჭირო)

20) მათ ჰკითხეს სულს: საიდან მოდიხარ კაცის მკვლელო და საით მიემართები სივრცის მპყრობელო?

21) სულმა უპასუხა: ის რაც მბოჭავს, განადგურებულია და ის რაც მაცდუნებდა გადალახულია.

22) და ჩემი სურვილებიც დამთავრდა და ჩემი უგუნურებაც გაქრა.

23) ეონის (დროის ძალიან დიდი პერიოდი იგულისხმება) გასვლის შემდეგ მე განვთავისუფლდი სამყაროსაგან; განვთავისუფლდი ფორმის ცვლილებისაგან (ანუ ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში გადასვლისაგანო: in a Type from a type) განვთავისუფლდი უფსკრულის ტყვეობიდან, რაც დროებითია.

24) აწ და მარადის სიჩუმეში დავისვენებ. (მოკლედ რომ ვთქვათ, ამ თავში მოკლედ არის გადმოცემული სულის ინვოლუცია, ანუ საწყისში დაბრუნება. ამ თავში ნახსენებია, რომ სულის ევოლუციის დროს იგი ფენომენალურ გამოვლენას წარმოადგენს და თავის თავს განიცდის როგორც სხვადასხვა ფორმას. საბოლოოდ იგი ყველა ფენომენალური გამოვლენისაგან თავისუფლდება და სიჩუმეს უბრუნდება. ანუ ბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ძალიან ცუდია, რომ ამ სახარების გვერდები დაკარგულია. ძალიან ცუდი. წინა გვერდებში, როგორც ჩანს ლაპარაკი უნდა ყოფილიყო-რა თქმა უნდა სიმბოლური-ევოლუციის პროცესზე, ანუ "გზაზე" სიჩუმიდან ფენომენალურ გამოვლინებამდე. აქ ევოლუცია/ინვოლუციას არ ვხმარობ დადებით/უარყოფითის მნიშვნელობით. არამედ უბრალოდ სახელებს ვარქმევ იმას, რასაც სახელი საბოლოო ჯამში არ გააჩნია. "სიჩუმე" კიდევ აბსოლიტური საწყისის კიდევ სხვა სახელია სულთან და სხვა ბევრ სახელთან ერთად)

მე-9 (და ბოლო) თავი

1) როცა მარიამმა ეს თქვა, გაჩუმდა, რამეთუ მას მაცხოვარმა აქამდე აუხსნა ყველაფერი.

2) მაგრამ Andrew-მ (ქართულად არ ვიცი ეს სახელი როგორ ვთარგმნო ზუსტად-შეიძლება ალექსანდრე) სულიერ ძმებს მიმართა: რაც გინდათ თქვით იმის თაობაზე რაც მარიამმა თქვა. მე არ მჯერა, რომ მაცხოვრის სიტყვებია ეს. რამეთუ ძალიან უცნაურ სწავლებას წარმოადგენს ეს ყველაფერი.

3) პეტრემაც გამოთქვა თავისი შეწუხება იგივეს თაობაზე.

4) მას ეჭვი ეპარებოდა ამის თაობაზე და კითხვებს სვამდა: ნუთუ მაცხოვარი მართლა ესაუბრებოდა ქალს პირისპირ, ჩვენს გარეშე, და არა ჩვენთან ერთად? ნუთუ მართლა უნდა დავუჯეროთ მარიამს? ნუთუ ქრისტემ მართლა გვამჯობინა ეს ქალი?

5) მაშინ მარიამი აქვითინდა და პეტრე შეეკითხა? რას ფიქრობ პეტრე? ნუთუ გგონია, რომ მე ეს ყველაფერი ჩემით მოვიფიქრე და გატყუებ მაცხოვრის შესახებ?

6) Levi-მ მაშინ უპასუხა პეტრეს: პეტრე, შენ ყოველთვის ფიცხი იყავი.

7) ახლა იმასაც ვხედავ, რომ ქალს ისე ეწინააღმდეგები, თითქოს შენი მტერი იყოს.

8) მაგრამ, თუ მაცხოვარმა მარიამი დააფასა, შენ ვინ ხარ რომ მას უარყოფ? ჭეშმარიტად, მაცხოვარი იცნობს მას ძალიან კარგად.

9) ამიტომაც უყვარდა მაცხოვარს მარიამი უფრო, ვიდრე ჩვენ ვუყვარადით. მოდი შეგვრცხვეს ჩვენი საქციელი და შევიძინოთ სულიერი სიძლიერე (to put on the perfect Man-ეს შეიძლება ისეც გადაითარგმნოს, როგორც სულიერების გაძლიერება, საკუთარ თავში ქრისტეს გაღვიძება, ღვთიური სამოსის მორგება და რა ვიცი) და ისე მოვიქცეთ, როგორც მაცხოვარმა დაგვიბარა: დავცილდეთ ერთმანეთს და სახარება ვიქადაგოთ და არ შემოვიტანოთ წესები იმის იქით, რაც მაცხოვარს არ უტქვამს.

10) და როცა მათ ეს მოსიმინეს, წავიდნენ და დაიწყეს ქადაგება.

No comments:

Post a Comment